ნანა მეფარიშვილი - Page 16 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ნანა მეფარიშვილი
ნანა მეფარიშვილი
nukriaДата: ორ, 07.07.2014, 01:11 | Сообщение # 151
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მეც ღვთის გლახა ვარ,
გულგაწვდილი წყალობას ველი,
ნამცეცი სითბო მომიტეხეთ
ქრისტესმიერი,
თავს არ იშუშებს ჭრილობები
ესოდენ ძველი,
გულ და გულ დამაქვს სიყვარული,
დარდით ხნიერი. შემომეძონძა სამოსივით
ნატვრა, ის ერთი,
მახსოვს ვიხდენდი კაბას ოდნავ
მუხლს რომ ფარავდა,
გამომშრალ ღაწვებს სადარდელი
შერჩათ ისეთი,
დღეს ჩემი კაბით თავს
იწონებს ძველი კარადა. ბოლო იმედი
შეფარული დამაქვს უბეში,
სველ წამწამებზე შევაკიდებ
სირცხვილის რიდეს,
მეც ღვთის გლახა ვარ,
ვზივარ ქუჩის ნაცნობ კუთხეში,
წინ ჩემი გული
გაცვეთილი ქუდივით მიდევს.
 
nukriaДата: ორ, 07.07.2014, 01:51 | Сообщение # 152
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აჰყვება ქედებს
ნაგვალავი მიწიდან ბზარი,
ამოიგმინებს მთა
მზის გულთან მყოფი სულ ახლოს,
თეძოს აითრევს დედამიწა
უწყლო და მშრალი,
რომ სნეულ ფილტვებს
ბოლო სუნთქვა შემოუნახოს. ცა მოიფარებს
ნისლიანი ფერის საწვამარს,
თავსხმისას როგორც ვიტყვით ხოლმე,
ზეცა პირს გახსნის,
მომაკვდავ მიწას მადლს აპკურებს,
მას ვერ გასწირავს,
ალავერდივით მიაწოდებს
წვიმიან სასმისს.
 
nukriaДата: ხუთ, 10.07.2014, 12:57 | Сообщение # 153
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სატრფო გყავს?
წვიმას ეკითხება გვირილა სველი,
კიო, – უთხრა და
გალუმპული იბრუნა სახე.
მაშინ, რატომღა არ მინახავს
ღიმილი შენი,
რა დაგემართა,
რომ უცრემლოდ ვერასდროს გნახე...
გვირალამ წყენით დაიბერტყა
ყვითელი მკერდი,
ეხ, წვიმავ შენი საქციელი
როგორ მაკვირვებს,
მუდამ მასველებ,
აღარ ძალმიძს სიჩუმე მეტი,
თუკი სატრფო გყავს
დალოცვილო, რაღა გატირებს?!
 
nukriaДата: ხუთ, 10.07.2014, 14:27 | Сообщение # 154
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
როგორ შემინახე
(ჩემს ქართველებს –ფერეიდანში) როგორ შემინახე, როგორ მოუარე ასე,
გულზე დაგწოლია ოთხი საუკუნის ლოდი,
ისე მაამაყებ, ისე მახარებ და მავსებ,
მოდი გენაცვალე, გულში ჩაგიკონო მოდი. ჩემო მტკიცე სისხლო, ჩემო გაყიდულო ერო,
დედის თბილ მკერდიდან ურცხვად აგაგლიჯეს შვილი,
უცხო მიწა–წყალზე გაცვლილ–გაყიდულო გენო,
მეწვი, გულში მეწვი, გიხმობ გეძახი და ვსტირი. შენი ძალა დამაქვს, შენი გადუხდელი ვალი,
ისე ამაყი ვარ ცაზე მიკიდია ხელი,
მიდუღს სისხლ–ძარღვეში შენი ცრემლიანი კვალი,
მატკბობს შენი ენა, მტკივა, მონატრება შენი. სისხლით ნაკლული ვარ, მოხვალ ავივსები ვიცი,
ცამდე ავივსები, გულიც მოუმატებს ძგერას,
როგორ შეინახე ჩემო, ის ქართული ფიცი,
როგორ გაუფრთხილდი ასე მაგ ლაზარეს ენას. ჩემო მონაგარო, მოდი შემომძახე ერთი,
გულზე დაგწოლია ოთხი საუკუნის ლოდი,
შენი ხმა მასმინინე, მერე გაგახარებს ღმერთი,
მოდი გენაცვალე, გულში ჩაგიხუტო მოდი.
 
nukriaДата: ხუთ, 10.07.2014, 14:36 | Сообщение # 155
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ცხოვრება მიდის წლები გამოხდა,
უწყვეტად ბორგავს ბედის ბორბალი,
დავბერდი ცოტა, მაგრამ რა მოხდა,
წლებს არ ვნებდები, გინდა მომკალი. თავხედი სარკე მიმატებს ხაზებს,
ურცხვად მატყუებს, არც კი სცხვენია,
ნაოჭს მითვლის და ისე მაბრაზებს,
სურს დამაჯეროს თითქოს ჩემია. ცოტა დავქალდი, თუმც წლების მერე,
მაინც ხომ მჯერა ზღაპარ–არაკის,
დავდივარ ისევ და ყელს ვიღერებ,
"ცოტათი" გავსცდი "ასაკს ბალზაკის". ღამით თუ ოდნავ გამიკრთა ძილი,
რა მოხდა, ვის არ აწუხებს სევდა,
თუ მოსაცველელი არ შემრჩა კბილი
და უსათვალოდ გაძნელდა ხედვა. ხანდახან ძაფზეც ამიცდა ნემსი,
განა დრო მუდამ გაგაღიმილებს,
გამოებერა საფეთქლებს მყესი,
ხელებშიც ვეღარ ვიჭერ გვირილებს. სულ ტყუილია სახის იერი,
გრძნობების წყაროს წლები ვერ აშრობს,
გული არასდროს არის ხნიერი,
ბავშვად მოდის და ბოლომდე ბავშვობს. ცხოვრება მიდის, წლებიც გამოხდა,
რად მითვლი ნაოჭს, ხომ არ გაგიჟდი,
ცოტა დავბერდი, მერე რა მოხდა,
არ იქნა მაინც ვეღარ დავდინჯდი. დღეს მოკრძალებით მეძახი _"მადამ"
ჩემში ის გოგო არ გეგულება,
ქალის ასკიც იცოდე ადამ,
მოგონილია როგორც ცდუნება.
 
nukriaДата: ხუთ, 10.07.2014, 14:38 | Сообщение # 156
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბებიას თონე აგუზგუზებდა თონეს შურია,
ვაზის ლერწამზე პურებს გვიცხობდა,
იღრინებოდა იქვე მურია
და ნერწყვის ყლაპვით შიმშილს იცხრობდა თავწაკრულ შუბლზე სდიოდა ოფლი,
მადლია იგი პურზე დაღვრილი,
და ისხდნენ იქვე ქალები სოფლის,
ნაჯაფარი და შრომით დაღლილი.
 
nukriaДата: პარ, 11.07.2014, 22:56 | Сообщение # 157
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline

რამდენჯერ ავენთე რამდენი ღიმილი შემაკვდა ბაგეზე,
რამდენი იმედი,
და კიდევ რამდენის აღარ მსურს ამოყრა
წარსულის სკივრიდან,
საშინლად ვეწამე, ვიდრე დღეს
სიმართლის თვალებთან მივედი,
იმ მწარე სიმართლის
ფეხდაფეხ რომ მსდევდა,
სულში რომ მივლიდა. რამდენჯერ წავედი, თან უკან მრჩებოდა
ფეხები…და გული,
ჩემივე ორეულს რა აღარ ვაკადრე
ცრემლიანს სარკეში,
მოვჭერი რამდენი ნატვრის ხე,
საკუთარ ხელებით დარგული,
მტკიოდი, და მაინც ძალა არ მყოფნიდა
გრძნობიდან გამეშვი. რამდენი ვილოცე, სანთლიან ხელებზე
შემახმა ღვენთები,
რამდენი ვიტირე,
ყელი და ღაწვები ცრემლით დავიმლაშე,
დღეს თითქოს ჩამაქვრეს,
დამტოვა იმედმა, ვერაფრით ვენთები,
უღონოდ ვაგდივარ ჩემივე სხეულის
და სულის წინაშე. რამდენჯერ მოწყვეტილ ვარსკვლავთან
ჩაგითქვი ოცნებად...და კიდევ,
ნაპირთან გითიე... (თუმც ზღვა სულ მაშინებს,
მე მაინც ვგმირობდი)
ფუმფულა ღრუბლებზე რამდენი ნატვრა
და ზმანება დავკიდე,
ღიმილს და სიხარულს შენთვის ვინახავდი,
ჩემთვის კი ვტიროდი. მუზების ქარია,
მოდის რომ უგულო სამყარო დამეხოს,
გადაყრის იმედებს,
ხელებში დამრჩება ოცნების ნაშალი,
ცოტა ხნით თუ მაინც სიცოცხლეს შემოვრჩი
რად მინდა, ხვალე ხომ
დამახრჩობს სიცივე,
ვით აისედორას წითელი თავშალი. რამდენი ღიმილი შეაკვდა ბაგეს და
ლამაზი იმედი,
წლებით რომ აშენებ ნატვრების სასახლეს,
დაანგრევ წამებში,
რამდენი ვეწამე, სიმართლის თვალებთან
სანამდე მივედი,
მტკიოდი, და მაინც ო, როგორ არ მსურდა
გულიდან გამეშვი.
 
nukriaДата: სამ, 15.07.2014, 23:23 | Сообщение # 158
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მას ვისაც გულის მივეცი სითბო,
ჩემგან წავიდა ქცეული სხვისად,
ისე წავიდა, არც იყო თითქოს,
არც ერთი სიტყვის გამხადა ღირსად. ის ვინც გულივით ფრთხილად დამყავდა,
ჭრილობა შეხსნა და გადიარა,
გარეთ ტყემლები მაინც აყვავდა,
ვერც გაზაფხულმა შეკრა იარა. მას ვისაც მხარზე დავადე თავი,
გამომაცალა საყრდენი მყისვე,
(ალბათ ასეა ცხოვრება...რავი)
დღეს დაცლილ სხეულს ლექსები მივსებს. ჩემგან წასულებს დავლოცავ მაინც,
ვინც მიმატოვა, მშვიდობის გზები,
ამ ტკივილებით დავწერე რაიც,
ჩემთან დარჩა და დღეს იმით ვთბები.
 
nukriaДата: სამ, 15.07.2014, 23:56 | Сообщение # 159
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
იმღერე გიორგი,
რომ ბოლო ნატვრასაც დაუსკდეს მყესები,
იმღერე ქართველო,
რას გვარგებს მარტოდენ მდუმარე ლექსები.
იმღერე გიორგი,
შენი ცა, შენი მზე სხვა სევდის ფერია,
როდესაც ქართველებს
სამშობლო ეძახის _ლალეო მღერიან.
ადექი ფეხზე და
ხმამაღლა იმღერე, იქუხე გიორგი,
იცოდე სამშობლოს
ყოველთვის სისხლში და ძარღვებში სდიოდი.
ეს შენი მიწაა,
ღმერთების სატახტო ( დღეს ვხედავთ დაყოფილს)
იმღერე პატარავ,
ჩვენ უცხო მიწაზე ჰაერი არ გვყოფნის.
თან ყური დაუგდე
ბანს გაძლევს პაპა და იმათი პაპანი,
დაგვირჩი კაცად და
ნამუსით გასწიე ქართველის ჭაპანი.
სიმღერით მომავალს
გუგუნით შეგხვდება სიონის ზარები,
(გვაკმარე უფალო,
გვაკმარე პაატას წლიანი თვალები...)
ქართველი სახლიდან მიდის,
თუ ბრუნდება სულ ღმერთის სჯეროდა,
როდესაც ტკივილი გულს აუდუღებდა
_ლალეო მღეროდა.
შენც მისი ყლორტი ხარ,
მიწისა, რომელსაც
ყოველთვის სტკიოდი,
ხმა რომ შემოესმა, ფეხზე წამომდგარა
_მოდისო გიორგი.
ხმამაღლა იმღერე,
დღეს შენი სიმღერა გვჭირდება კვლავაც და,
აყარე ყლორტები,
სანამდე ღირსება გაქრა და ჩანაცრდა.
დასჭექე ბოლომდე,
იდინე, იქუხე ძარღვების ხეთქვამდე,
ცოდვილთა ხმები რომ
შენმა ხმამ დაჰფაროს, მივიდეს ღმერთამდე.
ეს აწმყო შეგვინდე,
წინაპრის სანთელო სისხლში რომ გვიბორგავ,
შენი ხმა გვჭირდება,
ხმა მომავალისა, იმღერე გიორგავ!
ხომ გახსოვს ის ქეთო,
მამამ რომ იპოვა დიდი და ზრდასრული,
დედის ხმამ,
ქართულმა სიტყვამ და გალობამ გაუხსსნა წარსული.
გახსოვდეს, სამშობლო
ყოვეთვის გეძახდა, გნატრობდა, სტკიოდი,
გული რომ მოურჩეს, შემოდექ მთებზე და
იმღერე გიორგი!
 
nukriaДата: ოთხ, 16.07.2014, 22:04 | Сообщение # 160
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ალბათ სიკვდილიც არ გაპატიეს
(გალაქტიონს) ვინ იცის რა დარდს ატარებდი მეფური მზერით,
ვინ იცის, მრუდე გზა–სავალი როგორ გაკვალე,
შენ ალბათ გული გტკიოდა და ლექსების წერით,
თვით იკურნებდი ტკივილიან ბედის ნაკვალებს. შენს სიდიადეს გადუსერა შურმა ვენები,
რადგან მაღლიდან ანათებდი ვით ამბიონი,
ფეხქვეშ სხვა მიწა გქონდა, სხვა გზა, სხვა მზის ფერები,
სხვა რომ იყავი, იმად გერქვა –გალაქტიონი. რა გაეწყობა, ქართველები ვყოფილვართ ასე,
(სიკეთეც ვიცით, მაგრამ ღვარძლიც ჩვენი წესია)
ძლიერისათვის, ჩასაქოლად ნაგავით სავსე,
სულს დავატარებთ...ღმერთო, მართლაც "რა დროს ლექსია!" მეც გსაყვედურობ, რადგან სული მტკივა გოდებით,
არ მოველოდი ბუმბერაზის რადგან წაქცევას,
ვინ იცის დროში სადმე ისევ განმეორდები,
თუმცა სიკვდილი, ხელოვნური ნიშნავს გაქცევას. ხედავ პოეტო, არც სიკვდილი არ გაპატიეს,
გარდასული ხარ, დღეს დუელში გიწვევენ მაინც,
ვერ მოინელეს ეგ სიდიდე, ვერსად ჩაგტიეს,
რადგანაც ჩრდილი ვერ ჩააქრობს ანათებს რაიც. ამოვარდება ალბათ ისევ გიჟმაჟი ქარი,
მოჰყვება წვიმაც და ქვაფენილს ცრემლებს აპკურებს.
დგას დიდი მეფე თეთრ ღრუბელზე ლექსებით მთვრალი,
და ნაცნობ სარკმელს სევდიანი მზერით დაჰყურებს.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ნანა მეფარიშვილი
ძებნა:

მოგესალმები Гость