ნანა მეფარიშვილი - Page 17 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ნანა მეფარიშვილი
ნანა მეფარიშვილი
nukriaДата: ოთხ, 16.07.2014, 22:05 | Сообщение # 161
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სოფელს უხდება მამლის ხმა და ყეფა ძაღლების,
მტვრიან შარაზე ჟრიამული სოფლის ბალღების.
ოჯახს ამშვენებს მასპინძლობა, გატეხვა პურის,
როგორც წესია, მიღება და პატივი სტუმრის.
ქუჩას უხდება შეყვარებულ წყვილთა თვალები,
ტაძარს მრევლი და მოგუგუნე დედა ზარები.
ზღვას მოლივლივე ლურჯი ფერი, წყნარი ნაპირი,
ქალაქს და სოფელს ერთნაირად შვენის აპრილი.
მთაწმინდას ღამე უხდება და ასვლა გვიანი,
გიჟმაჟ პოეტთა შეძახილი ლექსებიანი.
დედას შვილები უხდება და რძით სავსე მკერდი,
მთებს ყვავილებით მოხატული დამრეცი ფერდი.
ვაჟკაცს გმირობით აფასებენ, მამულს რომ შველის,
კაცს კაცის ქუდი უხდება და ნამუსი შვენის.
დილას მზე ხატავს, ღამეს მთვარე, ვარსკვლავთა ცვენა,
ქართველს სამშობლო ამშვენებს და ქართული ენა.
 
nukriaДата: ოთხ, 16.07.2014, 22:06 | Сообщение # 162
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სავედრებელი ღმერთო მახარე მარად,
წინსვლით მოყვასთა ჩემთა,
მომკალი, თუკი ავად,
გულს შურმა ამოხეთქა.
ჩემად აქციე მისი,
ღიმილიანი მზერა,
რომ სიხარული სხვისი,
გახდეს სამყაროს ხელა.
არ მომერიოს ძილი,
არ მომიდუნდეს ხედვა,
ბავშვებში ვიცნო შვილი,
სხვა ქალში ვიცნო დედა.
დიდთა ცოდვათა გამო,
მუხლზე ნუ დამცემ ოხით,
სოფელს არ შევრჩე ამო,
ჭერდაქცეული ქოხით.
შენი წყალობის რიგში,
უკან დავუდგე მოყვასს,
ბოღმამ არ გამკრას ფიქრში,
მტერს ვაგებებდე ლოყას.
ღმერთო, შენ უნდა მომცე,
მაგ დამთბარ გულში ბინა,
სიყვარულს შემახორცე,
დამლოცე ცათა შინა.
სიკეთისათვის გულით,
მივუზღო ერთი ათად,
ამანთე სიყვარულით,
მერე დამღვენთე სანთლად.
 
nukriaДата: ოთხ, 16.07.2014, 22:08 | Сообщение # 163
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ფურცელზე ურიგოდ დაყრილი სიტყვები,
გაცვეთილ ფრაზებში ფიქრები ზვავებად,
ყელიდან დაღლამდე ხავილით ძახილი,
გამებნა ურითმო ლექსებში დარდებად. გემბანზე შემდგარი ძირძველი გემივით,
ლოდინმა წინ წასვლის წუთები გარიყა,
კალენდარს აკლდება რიგები რიცხვების,
და,თითქოს ეს წლებიც დღეებად დარიგდა. გაცრეცილ მირაჟში საკუთარ ფერებით,
დაგხატე სურვილით შეშლილი ვნებებით,
მწკრივებად ჩაწყობილ ნაწვიმარ ქუჩებში,
შენს მკერდზე დაორთქლილ შენს ოხვრას ვნებდები. გაივლის ტკივილით დაღლილი წლები და,
ჯებირთან მომდგარი წარსულის კადრები,
ერთხელაც იქნებ და,მოხედვა გიღირდა,
სულ ერთხელ ჩამოხსნა სულს ძველი ფარდები. თქეშივით მოვარდნილ გრძნობების ჭავლიდან,
მაგ შენი თვალების ფსკერზე,რომ ვიხრჩობი,
მე მთელი ცხოვრება შენს გამო მიღირდა,
შენს გამო სიკვდილთან ყოველდღე ვიბრძოდი. ალისა ელიაშვილი–16.07.14
 
nukriaДата: ოთხ, 16.07.2014, 22:09 | Сообщение # 164
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
როცა ქალაქი მხრებზე ისხამს დაისის სამოსს,
ყველა სულიერს ეჩქარება სახლისკენ როცა,
მოკრძალებული ხმა ერევა საშინელ ქაოსს,
დამეხმარეთო_ მოთქვამს გლახა და ყველას ლოცავს. არავინ იცის ბედნიერად ვინ ითქმის მათში,
ვინც სადღაც ჩქარობს, თუ ვინც გარეთ რჩება მშიერი,
ცხელი საჭმელი, ცივი გულით რომ ხვდება სახლში
და არც კი ახსოვს სიყვარული ქრისტესმიერი. დავრჩები სადაც, სიყვარული არის ნუგეში,
ჯობია კერძი ცივი იყოს და ცხელი გული,
ჩამოვჯდებოდი ღვთის გლახასთან ქუჩის კუთხეში,
რომ გემრიელად გაგვეტეხა გამხმარი პური.
 
nukriaДата: ოთხ, 16.07.2014, 22:11 | Сообщение # 165
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შემხსენი ღმერთო, ეს ბორკილი როგორც არტახი,
აისი მოდგა, მინდა მასთან დავხარო ქედი,
ცისკრის შემოსვლა ერთხელ მაინც თუ გაქვს ნანახი,
სხვა სასწაული რაღა გინდა ამაზე მეტი. შემხსენი ღმერთო, ეს ბორკილი მომეცი ნება,
თავისფლება ვისუნთქო და ავანთო პწკარი,
ჰაერი მინდა, უჰაეროდ სული მიკვდება,
რომ გათენებას არ დავუხვდე ნახევრად მკვდარი. ცხრა მთათა იქით გადმომაგდო ქარმა ტიალმა,
ხან მთების კალთებს შემაჯახა, ხან კლდეთა ქიმებს,
და მთელს სხეულში ქარიშხალი დამიტრიალა,
ხმაურით აჰყვა სისხლით სავსე ძარღვების სიმებს. ებგურად ვდგავარ, ო, იმდენი მზე მაქვს ნანახი,
თავისუფლებას მსურს შევწირო სული ნაკვნესი,
შემხსენი ღმერთო, ეს ბორკილი როგორც არტახი,
და ყოველ დილით ჰაერივით მასუნთქე ლექსი.
 
nukriaДата: პარ, 18.07.2014, 22:29 | Сообщение # 166
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თუ ღიმილი არ მომეცი, რაღა...
სიხარულით თუ ვერ ავივსები,
უკუქცეულს არ მაბრუნებ წაღმა,
სიყვარულის არ შემასხი ფრთები. თუ სიბნელე არ მიქციე ნათლად,
ყველაფერი დარჩენილა ამო,
წუთი რაა, ისიც არ ღირს დათვლად,
თვით ლოდინიც არ ღირს ამის გამო. გული თუ არ ამიჩქარე, რაღა,
მუდამ ცრემლად თუ კი უნდა მღვარო,
თუ არ მეტყვი, თუ დაგეტყო დაღლა,
რომ სიცოცხლის ჩემის აზრი ხარო. მინდვრის ყვავილს თუ არ მოსწყვეტ ჩემთვის,
(შენ ხომ იცი, რომ არ მხიბლავს ვარდი)
თუ არ მესმის ხმა მაგ გულის ფეთქვის,
თუ არ მეტყვი როგორ შეგიყვარდი. გათენება თუ ვერ შევირგძენი,
ყველაფერი დარჩენილა ფარსი,
(როცა გიყვარს, ვერ იქნები ბრძენი)
მარტო სიტყვებს ეკარგება ფასი. სიყვარულმა თუ დაგატყო დაღლა,
თუ დღეები გამიმუქე ყოფის,
სიხარულით თუ ვერ მავსებ, რაღა?!
მაშინ წადი, დარდი ჩემიც მყოფნის.
 
nukriaДата: კვ, 20.07.2014, 02:00 | Сообщение # 167
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ო, როგორ მინდა
გავიდოდე მიწიდან მალე,
სადმე ცის მაღლა,
წამლეკავდნენ ჰორიზონტები,
დავტოვო ირგვლივ ყველაფერი,
თან მახლდეს ღამე,
წავიდე,
სადაც აღარავის მოვაგონდები. გადავინაცვლო მინდა ჩქარა,
უფრო ვიცვალო,
სველი წარსული შევატოვო
ქარებს, გრიგალებს,
წავიდე ჩუმად, უხმაუროდ
რომ არ ვიწვალო,
იქ, სად ღრუბლები
ოცნების ფერს არ გაიკარებს. მინდა მოვზიდო მოთმინებით
გათლილი მშვილდი,
და მიწის გარეთ ავაშენო
სასახლე გვამის,
როგორც არასდროს
მე გავხდები ისეთი მშვიდი,
ვიყო სტუმარი სივრცეების,
სტუმარი ღამის. შეუმჩატდება მიწას გული
ჩემგან ნათელი,
ბინძურ ნატერფალს გადარეცხავს
ცივი წვიმები.
სადმე ჯვარცმასთან დაინთება
ერთი სანთელი,
და ბარძიმებში
უსახელოდ შევიწირები. სადღაც ხომ უნდა
გადალახოს საზღვარი კაცმა,
ხომ უნდა შესძლო
უსხეულოდ ფეხზე დადგომა,
იქნებ და ღირდეს აქ იწვნიო
ნამდვილი ჯვარცმა,
მიწიდან გასვლას
დაექმევა თუკი აღდგომა.
 
nukriaДата: ორ, 21.07.2014, 16:59 | Сообщение # 168
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნუ გამიყიდი მიწებს!
ნუ გამიყიდი მიწებს,
კმარა გოდება დედის!
აკვანში ჩვილი მიწევს,
გესმის ღუღუნი მტრედის?
თვალში შემოყრას ნაცრის,
არ გაპატიებს ერი,
ღმერთი ცოდვას რომ გაცლის,
გაშვებული აქვს ხელი.
ნუ გამისხვისებ იმას,
რაიც საჩემოდ ითქმის,
ხედავ რარიგად გმინავს,
სული ელევა თითქმის.
ამ ტანჯულ მიწა-წყალზე
არ გამიცინო მტერი,
ქარქაშში ნაგებ ხმალზე,
სამტროდ ნუ წავა ხელი.
ნუ განმიძარცვავ ენას,
ნუ წამიბილწავ ხატებს,
რადგან ქართველის რწმენას,
მიწა სხვა ძალას მატებს.
ნუ დაივიწყებ ანდერძს,
იერით პაპას ჰგავხარ,
ავის სიკეთით დამძლევს,
ღმერთი დაგლოცავს ნახავ.
ოქროს ნუ გასცვლი ზვრებში,
ვის შერგებია, არვის,
ნუ დამიდუბემ მთებში,
ირმის და ხარის ბღავილს.
წმინდა მამებმა გვითხრეს,
ღმერთსო გიორგი ჰქვიან,
დღემდე გვიცქერს და გვითმენს,
ხვალე იქნება გვიან.
ქართველი თუ ხარ,
მაშ რა?
მიწას ვის აძლევ ნებით,
თუ ძარღვში სისხლი დაშრა,
ჩვენ უსამშობლოდ ვკვდებით.
გული ზეცისკენ იწევს,
ნუ დაიბნელებ ხედვას,
ნუ გამიყიდი მიწებს,
ნუ შეიგინებ დედას!
სულ ღმერთის ძალა გვქონდა,
არ გვიჭამია ჯავრი,
წინ მუდამ მიგვიძღვოდა,
თეთრი გიორგის ჯვარი.
ჩემსას ნუ ჰყიდი მიწებს,
სხვისი არც დამითვლია,
მკერდზე ჩვილი რომ მიწევს,
იცოდე დავითია!
ღალატი ხმაა მეხის,
მომხდურებს უდგას რიგი,
მიწა ზეცაა გლეხის,
მასთან ლოცულობს იგი.
როცა ცად ღმერთთან მიხვალ,
ყელში გაჩრილი ბურთით,
აბა, მიწაზე ვინ ხარ,
სტუმრად მოსული წუთით.
არავის მივცემ მისხალს,
თუნდ მიწის ერქვას მტვერი,
მუხა ახალ ყლორტს ისხამს,
სამტროს მიიღებს მტერი.
ჩემში აღვიძებ ვხედავ,
დავითს, თამარს და ცოტნეს,
ხერხეულიძის დედა,
გგონია მართლა მოჰკლეს?!
ჰაი, დედასა, ქართველს,
რამდენი მტერი ჰყავდა,
სალოცავებს და ხატებს,
წმინდათა გუნდი ჰკრავდა.
(და ვერვინ შესძლო მაინც,
და ვერვინ დასცა მაინც,
ვერ ამოძირკვეს მაინც,
ღმერთის ხელშია რაიც!)
ნუ გამიყიდი მიწებს,
არ ღირს სილაღე მტერის,
გულზე ჩვილი რომ მიწევს,
უკვე მამულზე მღერის.


Сообщение отредактировал nukria - ორ, 21.07.2014, 17:03
 
nukriaДата: სამ, 22.07.2014, 21:51 | Сообщение # 169
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გლახის იერით ჩავიცმევდი ახლა კაბას გლახის,
მხარზე მჩატედ მოვიგდებდი ხურჯინს,
შოლტს დავკრავდი მონატრების მარხილს,
მივიღებდი იერს ალბათ მუნჯის. გავყვებოდი სიზმრადნახულ შარას,
თუ მიგრძნობდა მამულ-დედულეთი,
თვალს უჩუმრად ჩავუკრავდი შხარას,
გზებზე ლოცვას გამიფენდა ღმერთი. მთებიც გამომაყოლებდნენ თვალებს,
იაც გამეპრანჭებოდა ნაბვით,
ვინ არისო, კითხვა შესჭამთ ქალებს,
რას მიცნობენ აბა გლახის კაბით. მერე ავიყოლიებდი კვალზე,
ჟრიამულა გოგონებს და ბიჭებს,
სიხარულით ცრემლმორეულ ხმაზე,
დარდს წავშლიდი,
დღეს რომ ყელში მიჭერს. დაღლილ ფიქრში დამყვებოდა მზედ და,
მივალ ვიცი, მკერდში შემიფარებს,
გული უგრძნობს კარს გააღებს დედა,
მხოლოდ დედა იცნობს გლახის თვალებს.
 
nukriaДата: ოთხ, 23.07.2014, 17:38 | Сообщение # 170
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ისე უყვარდა ღმერთო თურმე, წლები ელოდა,
დაჰქონდა გული დარდიანი და ცრემლით სავსე,
ხან ლოცულობდა, ხან გალობდა, ხან კი მღეროდა,
არც კი მეგონა, კაცს თუ დარდი შეეძლო ასე. რაშია ღმერთო სიყვარულის მადლი და ცოდვა,
ხედავ რომ გიჭირს არსებობა და ვერას შველი,
ალბათ რა ხშირად გეკითხება ცოდვილი მოდგმა,
გიყვარს და იცი ვერასოდეს გახდება შენი. რაიც ტკბილია, ცოდვის შიში დაჰყვება რატომ,
ისე გტკივდება, რომ სინათლეს უწუნებ თვით მზეს,
როდესაც ისე მაგრად გიყვარს, სიცოცხლეს ანდობ,
მისი სახიდან ანგელოზი როდესაც გიმზერს. ისე უყვარდა ღმერთო თურმე, ისე უყვარდა,
უძილობისგან ძალა გაცლილს შეეძლო არც რა,
აღარც ახსოვდა სულიერი ირგვლივ თუ ჰყავდა,
ამხელა გრძნობას ვით გაუძლო ცოდვილმა კაცმა?! ამოვა მზე და მის სხივებზე გაწვება დილა,
ჩამოეხსნება ლამპიონებს სიბნელის ჩადრი,
ვინც სამსხვერპლოზე საკუთრი სურვილით მივა,
მიეცი ღმერთო, შენდობის და ცხონების მადლი. ხომ ნახე თავად, ხომ იგრძენი ტკივილი მათი,
შენც ხომ გაოცდი ღმერთო, ასე როგორ უყვარდა?!
განშორებისას დაუბნელდა მზის ათინათი,
თურმე შეხვდა და, გაზაფხულად ამოუყვავდა. /ნანა მეფარიშვილი/
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ნანა მეფარიშვილი
ძებნა:

მოგესალმები Гость