ნანა მეფარიშვილი - Page 19 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ნანა მეფარიშვილი
ნანა მეფარიშვილი
nukriaДата: პარ, 25.07.2014, 19:35 | Сообщение # 181
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
პოეტთა ხვედრი ღამის აჩრდილებს მისდევს ბარბაცით,
და არჩევანზე უდევს მონეტი,
ქარებო, მუზას თუ არ გააცლით,
იმღერებს, როგორც სულის პოეტი.
გენიოსების ნაკვალევს უმზერს,
სიზმრები დააქვს სხვადასხვა ფერის,
ცრემლიან ლექსებს იფარებს სულზე,
როდესაც მასში წარსული მღერის.
მხოლოდ ხმაურით თუ დააწყნარებს,
ქარიშხალივით მოვარდნილ რითმას,
მუზა გაუღებს ცის მეცრე კარებს,
დაბადებს ლექსს და სულს ვეღარ ითქვამს.
დაჰყვება მისი ცხოვრების წესი,
ვერ იხდენს მხატვრის მოქარგულ ჩარჩოს,
ხატივით უმზერს ფურცლიდან ლექსი,
და როგორც მლოცველს ცრემლები ახრჩობს.
ბობოქრობს, რადგან სხვაგვრად შვენის,
ტანჯვა და ცრემლი უგიჟებს სათქმელს,
ტკივილზე ლექსებს იფენს და შველის,
გტკივა და სიტყვას მალამოდ გაფენს.
ფული კი, ღმერთო რა ცოტა კმარა,
თუმცა რა ფული სჭირდება წერას,
თეთრი ფურცლებით ეძლევა ძალა,
უფალი უვსებს გამომშრალ მელანს.
ჩუმად მიმოდის გულ- სხივოსანი,
სულში კი ბორგავს მუზის ქვემეხით,
კაცად მოსული, მიდის მგოსანი,
უხმაუროდ და მცირე ქელეხით.
ღამეს ბარბაცით დაჰყვება ლანდი,
და არჩევანზე უდევს მონეტი,
თუ ლექსის მერე შენ შეუყვარდი,
იმ სიყვარულით ჰკვდება პოეტი.
 
nukriaДата: პარ, 25.07.2014, 20:20 | Сообщение # 182
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მოგყვება კვალზე ბედ-იღბლის ხაზი,
ცხოვრება თავად გაჩვენებს იმ გზებს,
დაეკარგება სიცოცხლეს აზრი,
თუკი სიკვდილი არ შეგაფხიზლებს.
რ მოგერია თუკი ბოროტი,
მაინც სიკეთემ თუ გაიმარჯვა,
ყველაფერს უნდა ჩასწვდე ბოლომდე,
წყალობასავით მიიღო ტანჯვა.
უდარდელობა დაგღლიდა დღისა,
მწვერვალს ადვილად თუ დაიპყრობდი,
ახლა თუ სითბოს შეიგრძნობ მზისა,
მიხვდები გუშინ სიცივით კრთოდი.
უფალმა იცის, რა როდის მოგცეს,
ერთი ტკივილით მეორეს ჰფარავს,
სიცოცხლისათვის გვაწოდებს ლოცვებს,
სიკვდილისათვის აუხსნელ ძალას.
მოგყვება კვალზე ბედ-იღბლის ხაზი,
ცხოვრება თავად გაჩვენეს იმ გზებს,
აღარ ექნება სიცოცხლეს აზრი,
თუკი სიკვდილი არ შეგაფხიზლებს.
 
nukriaДата: კვ, 27.07.2014, 13:20 | Сообщение # 183
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
* * *
ჭიუხებს ავირბენ ნისლიანს,
ნაწნავებს ბილიკად გაგიშლი,
მთებმა ხომ სიმართლე იციან,
გულიდან ვერსაით გაგიშვი.
გადვივლი არაგვის ნაპირებს
მთის ნამით სასმისებს აგივსებ,
უშენოდ არაფერს ვაპირებ,
უჩემოდ არაფერს გაღირსებ.
დაგიკრეფ რძესავსე ბალახებს,
ქორფას და სარეცელს მოგირთავ,
მოვივლი მზით დამწვარ სანახებს
საუზმედ ჩიტის რძეს მოგიტან.
მთას ვუმხელ არსათქმელ სტრიქონებს,
მან იცის რარიგად ჩემი ხარ,
გძერწავ და რითმებად გიგონებ,
მავსებ და საოცრად მშვენიხარ.
მთის წვერზე ნაძერწი ნისლივით,
სიზმრიდან უჩუმრად მიდიხარ
გულში ხარ მთრთოლვარე სისიხლივით,
მიჩქეფ და სიცოცხლედ მინდიხარ.
 
nukriaДата: კვ, 27.07.2014, 13:21 | Сообщение # 184
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე შენ მიყვარხარ სიყვარულო
შენ ხომ ჩემში ხარ სიყვარულო,
რად გვინდა სხვები,
ძალაგამოცლილს შეგრძნებებით მესაუბრები..
სხვა ვინ გამათბობს,
ისე როგორც მე შენში ვთბები,
ძებნით დაღლილი, ბოლოს მაინც
შენთან ვბრუბდები. სიცარიელეს არ მიეცი
გულში ადგილი,
არ დამანებებე
სიძულვილი სადმე ჩავტიო,
რამდენჯერ ჩემო
დამაყენე ფეხზე დაღლილი,
უიმედობას თუ მივენდე,
გთხოვ მაპატიო. ჩვენ ხომ ერთად ვართ,
(მესამე კი მუდამ მეტია...)
რად გვინდა სხვები,
ისე მყოფნი, სავსე მაქვს მკერდი,
თუ მაინც ზოგჯერ,
გრძნობა გულში არ ჩამეტია,
არა, არ გვინდა,
სიგიჟეა ამაზე მეტი. რაც უფრო გხარჯავ,
კიდევ უფრო აიყრი კვირტებს,
გაწამე, მაინც არ ჩამთვალე
უგნური ავად,
ეს სასწაული ნეტავ ახლა,
რიგორ გვიკვირდეს,
რადგანაც თურმე სიყვარულო,
ღმერთი ხარ თავად. ჩემს გაოცებას საცრისხელა
თვალები ჰქონდა,
როცა ღალატი ერთგულების
მივიღე ნაცვლად,
და ვგრძნობდი გულში,
შენეული იმედი კრთოდა,
სწორედ ამიტომ
სიყვარულო, არ მექეც ნაცრად. და ჩვენთვის ახლა
ეს სამყარო ისე თეთრია...
სად გაგონილა
სიყვარული ახსენო ავად,
როდესაც გიყვარს,
ესეიგი შენში ღმერთია,
ამიტომ ჩემო სიყვარულო
ღმერთი ხარ თავად.
 
nukriaДата: კვ, 27.07.2014, 13:23 | Сообщение # 185
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბაგის კუთხესთან მოგპარავო ღაბუა ამბორს,
და ფერმკრთალ ღაწვზე წაეკიდა ალმური მთვარეს...
ზოგჯერ ვნებები თავის სათქმელს ხმამაღლა ამბობს,
რა მოხდა, ზოგჯერ სიგიჯესაც დაგაცდენს რამეს.
ცის ფართე გულ–მკერდს სხვანაირი დაეტყო ფეთქვა,
დაბნეულ თვალებს ეგ თამამი მზერა ეძნელა,
ასე ხმამაღლა, სირცხვილია, არ უნდა გეთქვა,
ვერ ხედავ, დღესაც ჭორაობდა ჩვენზე ენძელა.
მოდი აპრილო და დაგვრიე სიგიჟის ხელი,
რამდენიც უნდათ იჩურჩულონ მერე იებმაც,
გადმოგვაყარე ვნებიანი გრძნობების ჯერი,
რადგან აპრილში ყველაფერი გვეპატიება.
 
nukriaДата: კვ, 27.07.2014, 13:24 | Сообщение # 186
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მუდამდღე სულის ძიებაში,
ვარ და არ ვიცი...
გულშია იგი, თუ გონების
შრეებში სახლობს,
გამიფრინდება ზოგჯერ,
ჰოდა, ისე განვიცდი,
შემეშინდება, ჩემთან ვიხმობ,
რომ მყავდეს ახლოს.
დღესაც ვიდარდე,
უმისობა ვიგძენი როცა,
შემოსხლტა მყისვე ერთი სხივი
გულის ჩეროში,
უეცრად, ჩემს წინ აიტუზა,
ძალიან მორცხვად,
და ჩამჩურჩულა,
ვიყავიო საქართველოში.
 
nukriaДата: კვ, 27.07.2014, 13:38 | Сообщение # 187
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შიშველი სულით ლექსებს მთხოვს სული,
მე ლექსებში სხვაგვარად გავთბი,
თუმც შემაძარცვა სამოსელი, შიშველ სულს მიჩენს...
ის დღე რა არის, თუ ლექსებად რაიმე არ ვთქვი,
მესალბუნება ტკივილზე და ჭრილობას მირჩენს.
მომეცი თმენა ჭირსა შიგან, უფალო გვედრი,
პირისპირ ვდგავარ ქარიშხალთან ღია თვალებით,
არ ამიქციო ცოდველ მხევალს ნაწყენმა გვერდი,
ახლოს მამყოფე, მაიმედე შენგან ხარებით.
ლექსებს მთხოვს სული, საკურნებლად სხვა ვერ მიშველის,
მუზის კიდობანს, შენს ნაბოძებს, მხრებით ვატარებ,
სწორედ აქა მაქვს, უხილავი სული შიშველი,
სული, რომელიც ლექსებს ვერსად ამოვაფარე.
 
nukriaДата: კვ, 27.07.2014, 15:09 | Сообщение # 188
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე რუსთაველის სამშობლოდან ვარ,
იქ შემასწავლეს ლოცვა და რწმენა,
ვაჟას მიწაა ჩემი საძვალე,
გოგებაშვილმა ამიდგა ენა.
აღმაშენებლის სამშობლოდან ვარ,
იქაა ჩემი სულის საუფლო,
სადაც სიმღერით ომებს იგებენ,
სადაც ყოველი ლექსად საუბრობს.
მე სააკაძის სამშობლოდან ვარ,
თამარის სისხლი გადამდის გულზე,
უფლის სიყვარულს თავს რომ სწირავენ
და რწმენას არვინ არ ჰყიდის ფულზე.
მე და ფიროსმანს ერთი მიწა გვაქვს,
გალაკტიონის დამყურებს ღამე,
სწორედ იქაა ჩემი სამშობლო,
დედა ღვთისმშობლის რჩეული მხარე.
მე ქეთევანის სამშობლოდან ვარ,
მისი სისხლი ვარ, შვილი ვარ, და ვარ,
აკაკის ნასუნთქ ჰაერს ვისუნთქავ,
ილიას გავლილ მიწაზე დავალ.
ჩემი სამშობლო ვერ ითვლის ასაკს,
კაცობრიობის დღეთა შექმნიდან.
დიახ, გახლავართ საქართველოდან,
გენიოსთა და გმირთა ქვეყნიდან!
 
nukriaДата: სამ, 29.07.2014, 16:04 | Сообщение # 189
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მესროლეთ, სიცოცხლეს დაემსხვრას ბორკილი,
გამუქდა ზეცა და ცოდვილი სამყარო..
ყორანო, შენ დღესაც, რა ცივად მომკივი,
მესროლეთ, რომ სიკვდილს სიცოცხლე გავყარო. დაღლილი ნატვრები უფლის წინ დავაწყვე,
სამშობლო ამტკივდა, შორი და უჩემო,
არც არა ვეცადე, ვერც ვერა გავაწყვე,
მესროლეთ, იქნება ტკივილებს ვუშველო. სისხლი და ცრემლები ქართველთა ხვედრია,
ღალატში გაცვლილი ბინძური ქაღალდი,
და როცა ურცხვობა სინდისზე მეტია,
არც არსად გაისმის შენდობის ღაღადი. დაცალეთ ვაზნა და ის ერთი ჩატოვეთ,
მე უკვე ვიწვნიე ცამეტჯერ სიკვდილი,
მესროლეთ, მე გუშინ სამშობლო დავტოვე,
ახლა კი, უზნეოდ ნატვრებში მისვტირი. დავტოვე წყალობა, შორიდან ვღაღადებ,
ან მშობლის ტკივილი, როდემდე მესმოდეს,
ოღონდაც, მტრის ხელით მესროლეთ მანამდე,
ვიდრე ხვალ, ქართველი ზურგიდან მესროდეს. მესროლეთ, რა მოხდა სიკვდილიც წესია,
მიბორგავს სული და უკუნეთს მიაპობს,
მე ვინ ვარ... მოვკალით წმიდანი მესია,
ჩემში კი, მისხალი შუქიც არ კიაფობს. ამ ტყვიით, რამდენჯერ დამიჭრეს მამული,
დღეს, ყველა მათგანი გულზე მაქვს დაყრილი,
უძღები შვილი ვარ, ვერ ვიცავ, არ ვუვლი,
საკუთარ ცოდვებზე ხმამაღლა გავყვირი. არც ცრემლის ღირსი ვარ, არც ვინ გამაცილოთ,
მკვდარიც კი ჩამქოლეთ, კვნესა თუ აღმომხდეს,
მესროლეთ! ოღონდაც გულს არ ააცილოთ,
უკან სამშობლო დგას და იმას არ მოხვდეს!
 
nukriaДата: ოთხ, 30.07.2014, 20:33 | Сообщение # 190
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
არ გაბედო,
დაქალდიო აღარ მითხრა აწი,
გულს ოცნებაც არ შესცვლია,
პატარა ვარ ახლაც,
გინდა ისევ ძველებურად
გამიწითლდეს ღაწვი?
თუ არ გჯერა
მიყვარხარ–თქო,
მითხარი და ნახავ.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ნანა მეფარიშვილი
ძებნა:

მოგესალმები Гость