ნანა მეფარიშვილი - Page 22 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ნანა მეფარიშვილი
ნანა მეფარიშვილი
nukriaДата: შაბ, 09.08.2014, 01:20 | Сообщение # 211
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თუ გინდა გამახარო
გვირილები მომიტანე და მინდვრის ყვავილები,
ასე რომ უხდება თაიგულებს...
თუ გინდა ამატირო,
ლექსი დამიწერე, გრძნობა გამირითმე და მერე
საუკუნოდ შენად დამიგულე...
თუ გინდა გამაოცო,
ღამე გამინათე შენი სიყვარულით და გონი ამირიე
მთვარის შუქს შერეული...
თუ გინდა შევიშალო,
გვირგვინი დამადგი თეთრი გვირილების და
ჩემში გადმოცალე სუნთქვა შენეული...
 
nukriaДата: შაბ, 09.08.2014, 03:03 | Сообщение # 212
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ცოდვების სეტყვაა, გოდების ქარია,
ცრემლიან მანდილებს იხვევენ დედები,
მოგვხედე, მოგვხედე წმიდაო მარიამ,
შეგვინდე, შეგვინდე ამდენი ცხედრები.
 
nukriaДата: კვ, 10.08.2014, 05:14 | Сообщение # 213
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
"დღესაც შეგსევია მტერი საქართველოვ,
ზოგი შობილი და ზოგი უშობელი;
ცრემლი მოიწმინდე, ჩემო სანატრელო,
კვლავაც შენთანაა დედა ღვთისმშობელი"
 
nukriaДата: სამ, 12.08.2014, 13:50 | Сообщение # 214
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემო მეგობარო ჩემთან მოიწიე, გულზე ამაფარე ხელი,
როცა ახლოსა ხარ, სითბო კაპილარებს აღწევს.
ერთი შემოხედვით ყველა სადარდებელს შველი,
ღიმილს გადააფენ ცრემლით გადანამულ ღაწვებს.
შენი მეგობრობა ღმერთმა სიხარულად მომცა,
ვიცი, ნურას მეტყვი, ჩვენ ხომ უთქმელადაც გვესმის.
უფალს შევავედრე შენზე გულიანი ლოცვა,
კრძალვით შემოგბედე რითმა თავმდაბალი ლექსის.
აბა რას დაგაკლებს სულზე მოვარდნილი ქარი,
ყველა განსაცდელი შუაზე გაგვიყვია ოდეს,
გულმა აგიჩემა გრძნობა ანთებული ქალი,
ჩვენი ერთგულება მინდა საიმედოდ მქონდეს.
მოდი, ახლოს მოდი, გულზე ამაფარე ხელი,
შენი გაღიმება სულის ტკივილებსაც არჩენს.
მსურს, რომ მოგაფინო მხრებზე ცისარტყელას ფერი,
შენ რომ დაიბადე, ის დღე შევავედრო გამჩენს.
 
nukriaДата: ოთხ, 13.08.2014, 04:51 | Сообщение # 215
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ზეციერი და მიწიერი შეერთდა სული,
ვედრებით ასწვდა თრიალეთის ქედები ზეცას.
სიკვდილ-სიცოცხლეს დუელისთვის უძგერდა გული
საქართველოს კი, ღვთის ნაქსოვი ჯავშანი ეცვა. დიდგორს დააწვა გულისპირზე სიმძიმე მტერთა
და როცა ჯერი უკანასკნელ ყოფნაზე მიდგა,
არ ირხეოდა შიშისაგან ფოთოლი ხეთა,
როს, ერთი ათთან შეწირული სიცოცხლით იდგა. სამშობლოსათვის!! არწივებმა გაშალეს ფრთები,
დაე სიცოცხლე, გამარჯვების ზვარაკი იყოს.
ლოცვა-ყიჟინით ცას სწვდებოდა იმედის ხმები,
რჯულიან მოდგმას,ურჯულომან რა უნდა გვიყოს. თეთრი გიორგი,თეთრ იმედად აენთო დიდგორს,
კურთხეულ მახვილს ზეციერი დაადგა სხივად,
ყოველი სული უძლეველად გადიქცა იმ დროს,
როს გველეშაპი შემოეჭდო სამოთხეს მძივად. ბრძენთა წესია,ხერხმა ღონე რარიგად დასცეს,
სისხლისმწოველებს გამარჯვების სურვილი ჰკლავდათ,
იცის უფალმა, ვის, როგორი პასუხი გასცეს
იქ ყველა ქართველს, სადიდგორე გიორგი ჰყავდა. ილღაზის შხამი ეყრებოდა მადლიან მიწას,
მიწას,რომელიც მერამდენედ გაპოხეს სისხლით,
იქ თრიალეთზე დაღლილი მზე დაისში იწვა,
გადმოჰყურებდა დაშლილ ურდოს უფალი რისხვით. მადლიან დროშას გამარჯვებულს ზეცამდე ვფენდით,
ვერ მოახერხეს დამარცხებით ამ დროშის დახრა
და იდგა მეფე, კურთხეული გაშლილი მკერდით,
სადაც ყოველნი დავაბიჯებთ ცოდვებით ახლა. რამ დაადუმა საყიჟინე დიდგორი ასე,
ან წინაპრებში რა მადლი და სანთელი ენთო,
მოგვხედე ვიდრე დაიღვარა ფიალა სავსე,
აგვიდიდგორე გატანჯული სამშობლო ღმერთო.
 
nukriaДата: ოთხ, 13.08.2014, 14:26 | Сообщение # 216
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჰეი, სიყვარულო! ღერძო დედამიწის,
ჰეი, სხვანაირო ფერის გაზაფხულო,
მადლი შენეული მხოლოდ გულმა იცის,
დილის გათენებავ, ჯერ არ–დანახულო. სისხლად მოვარდნილო, გულზე გადასულო,
ტვინზე გადმოღვრილო ჟინო, მწველი ვნების,
ყველა უიმედო წამის დასასრულო,
სატრფოს აღტაცებულ მზერის მორჩილების. ჰეი, სიყვარულო! პულსის გაჩერებავ,
მხრებზე მოფენილო ლურჯო, დიდო ცაო,
ტრფიალ–დაუღლელი ღამის გათენებავ,
თაფლად გადმოღვრილო ბაგის ტკბილო ხმაო. ამოგორებულო მზეო, ცეცხლისფერო,
სხვაგვარ მოელვარე, სწორფრის მწველო მზერავ,
ჰეი, სიყვარულო, მართალაც ყველაფერო,
ღამე გათეულო ლექსის ბედის წერავ. მთიდან ვნების ცეცხლის უცებ დაქანებავ,
ჰეი, სიყვარულო, ძალავ ღმერთის ენის,
უცხო სამყაროში ფიქრით გაქანებავ,
წამო, სიამის და ცამდე აღმა–ფრენის. ჰეი, სიყვარულო, უფლის სასწაულო,
ჩვილის თვალებივით სუფთა სულით მზერავ,
ერთგულებისათვის დიდო საზღაურო,
ჰეი, ბედნიერი ყოფის ბედის–წერავ.
 
nukriaДата: ოთხ, 13.08.2014, 14:27 | Сообщение # 217
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ღამე დავღალე უძილოდ,
გამოვაცალე ძალ–ღონე,
ქანცი გასცლია უცილოდ,
არც რამ მსგავსის არს გამგონე.
ვატირე ცხარე ცრემლითა,
მთვარე დღის შუქზე გამწყრალი,
გასაწყლებული მზერითა,
გავხადე უფრო საწყალი.
ვარსკვლავთა ციცქნა ქიმებზე,
გავკიდე ლექსის პწკარები,
ვაკვნესე მუზის სიმებზე,
ლექსები განაწამები.
დილაც შემოდგა ნისლადა,
ირიჟრაჟა და მეწყინა,
მე, ისევ ვიყავ ფხიზლადა,
ღამეს მკვდარივით ეძინა.
 
nukriaДата: ოთხ, 13.08.2014, 14:29 | Сообщение # 218
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მიწის ნამცეცი
(ემიგრანტის დღიურიდან) უცხო ზეცის ქვეშ, უცხოდ დამდევს ჩემივე ჩრდილი,
მისხალი რაა, აქ მისხალიც ჩემი არ არის...
უცხო ქუჩებში დავდივარ და ქართულად ვსტირი,
აქ არვინ მდარდობს, არ ვუყვარვარ რადგან არავის. წყალობასავით, რაკი მერგო ქართველი ვიყო,
გამოცდასავით, რაკი მერგო მენატრებოდე,
ავი ზრახვები ცოდვასავით უნდა გავრიყო,
შეხვედრის მერე, ღიმილით რომ მენათებოდე. მირონდენილი შენი მიწა, მეც ვირგე წილად,
(რაკი წამსვლელის სასჯელია ტარება მისი...)
აკი, ყოველთვის ასე იყო, ახლაც, თუ წინათ ,
რაკიღა მიწა, ვერ ვიგუეთ უცხო და სხვისი. შემოფენიხარ ნამცეც–ნამცეც მთლად დედამიწას,
ჩემს ცოდვილ სულზე მოხვეული, ხარ აბჯარივით,
უცხო მიწაზე დავდივარ და მშობლიურ მიწას,
ყელზე შებმული დავატარებ მძიმე ჯვარივით.
 
nukriaДата: შაბ, 16.08.2014, 18:28 | Сообщение # 219
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
ნეტავი კიდევ თუ მეღირსება,
მესმოდეს სოფლად ყივილი მამლის,
როს ძილის გუდა ამოივსება,
ფრთხილი ჭრიალი მესმოდეს კარის. ჩემს სასთუმალზე შემოჯდეს მზე და
მარტო ოცნებაც ამაზე რად ღირს,
გამაღვიძეBდეს ტკბილი ხმით დედა,
ფერად-ფერადი სიზმრებით დაღლილს. მეტყოდეს მშვიდად, იხდენდეს სიცილს,
(სადღაც ტკივილის დროც ხომ მთავრდება)
_ადექი შვილო, ბავშვები გიცდის
და სათამაშოდ გაგვიანდება.
 
nukriaДата: შაბ, 16.08.2014, 18:32 | Сообщение # 220
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წუთიერი ვნება ვაჟის თვალებს ვნების ჟინი გასჩენია,
ეღიმება ჭორიკანა ქარს,
სიცრუეა,---გული მუდამ ერთგულია
და არ სჯერა დატყვევებულ ქალს. ვაჟის ბაგეს კოცნის ჟინი დასტყობია,
ქარი უცდის ვარსკვლავების ჯარს,
გჭორავენო,---გული მართლა ერთგულია,
აღარ ესმის გაოგნებულ ქალს. ვაჟის ვნებას ცივი ჟინი შეჰპარვია,
ღამე უცდის განშორების წამს,
გვიანია,გული ცრემლში შეგუბულა
ქარი ჭორავს მიტოვებულ ქალს.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ნანა მეფარიშვილი
ძებნა:

მოგესალმები Гость