ნანა მეფარიშვილი - Page 27 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ნანა მეფარიშვილი
ნანა მეფარიშვილი
nukriaДата: სამ, 30.12.2014, 15:11 | Сообщение # 261
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შიშველი გულით ვიდექი შენს წინ,
იმ ღამეს ახლა წამიშლის რაღა,
არ მიძებნია შენს თვალში ბეწვი,
არც არასოდეს მიგრძვნია დაღლა.

შემოძარცვული თვალებით მოველ,
გვირილის გულზე მედო ღაწვი და,
გახსოვს ის ღამე, სითბო რომ მთხოვე,
მე მგონი სწორედ მაშინ გაწვიმდა.

მე სველი მთვარე მომსდევდა კვალზე,
შენ სიყვარულით აღვსილი ქალი,
მაინც წახვედი, არ ვიცი რაზე,
არ მიძებნია ამაში ბრალი.

შენს ხელისგულზე კოშკი აღვმართე,
ოცნებისფერად შევმოსე ხედი,
არც კი მიკითხავს, ან რად გამათბე,
ან ისე უცებ რატომ წახვედი.
 
nukriaДата: სამ, 30.12.2014, 15:33 | Сообщение # 262
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თუ არ დაეცი, ვერასოდეს ვეღარ შეიგრძნობ,
რომ წამოდგომას რაოდენი ჰქონია მადლი,
როს ბედნიერობ აბა მაშინ როგორ შეიცნობ,
შენთან, შენს გვედით, ვიღაცას რომ აწუხენს დარდი.
თუ არ ატირდი, გაცინებას ფასი აქვს ნულის,
ჩვეულებრივი გეგონება ღიმილი მუდამ.
ღმერთის წყალობად რომ მიიღო არსობა პურის,
რომ დააფასო, უსათუოდ მოგშივდეს უნდა.
თუ არ დაგტოვეს,არ ღალატით გადინეს ცრემლი.
ორგულთა მოდგმის თუ უფალი არ გაგხდის მნახველს,
გაამაყდები, გეგონება ქვეყანა შენი,
ერთგულებასაც ჩვეულებრივს დაარქმევ სახელს.
თუ არ აგტკივდა, რას შეიგრძნობ სიცოცხლეს ისე,
რად გვავიწყდება ლხინის ჟამს რომ სანთელი გვენთო,
როს განსაცდელი მოთმინების ფიალას გვივსებს,
მაშინ მოვიხმობთ და გავყვირით გვიშველე ღმერთო.
მაშ, მიმატოვონ დაცემული უფალო ჩემო,
ერთგულების და წამოდგომის რომ ვიგრძნო გემო.
 
nukriaДата: სამ, 30.12.2014, 20:04 | Сообщение # 263
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დამეხმარეთ კარგო ხალხო, გაგახარებთ ღმერთი,
ჩამიყარეთ ცივ ხელებში ორიოდე თეთრი.
დამეხმარეთ, უსაშველოს ხომ არაფერს ვითხოვ,
გაჭრილ გულზე დამაფინეთ თქვენეული სითბო.
დამეხმარეთ, ხედავთ მალე, წავა ძველი წელი,
ობოლს ლუკმა გამიტეხეთ, გამიწოდეთ ხელი.
სხვა სახლებში სინათლეა, დაე, მუდამ ენთოს,
ერთი სახლის თბილი კერა, მეც მარგუნე ღმერთო.
ახალი წლის დღეებს ველით, სიყვარულით გლოცავთ,
მიხარია, როცა მღერით გვერდს ჩამივლით როცა.
თუ ჩემსკენაც მოიხედევთ, ნახავთ თვალებს ობლის,
ნაჭერ პურზე დადებული მადლი დიდხანს მყოფნის.
დამეხმარეთ კარგო ხალხო, სულს მიეცით შვება,
ახალი წლის შემოსვლამდე, საათები რჩება.
მეც შევხვდები ჩემს მიწურში, ძმას განვაძღებ მშიერს,
ხვავი მისცეს თქვენს შვილებს და კიდევ მათ ნაშიერს.
თქვენგან სითბოს გავიყოლებ, გამიქრება დარდი,
თქვენ კი, ობლის წყალობისთვის მოგეცემათ მადლი.

 
nukriaДата: სამ, 30.12.2014, 20:10 | Сообщение # 264
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
პაემანი სიცოცხლის ბოლოს
........
ალბათ, ერთ დღესაც მოხუცები ვიქნებით, კარგო,
მხრებში მოხრილნი წარსულით და წლების სიმრავლით,
მოგონებებთან დარჩენილებს ხანდახან მარტო,
არ მოგვასვენებს ასახდენი ერთი სიზმარი...

შევხვდებით მაშინ, ფიანდაზად როცა გაგვიფენს
ვერხვების ფოთლებს შემოდგომა დაცლილ ქუჩებში,
შემხედავ ჩუმად... შევისწორებ შეკრულ საკინძეს,
გაცრეცილ სკამზე ჩამოვსხდებით ბაღის კუთხეში.

ღელვის დაფარვას შევეცდებით მეტად უმწეოდ,
დაარღვევს ფოთლის ჩამოვარდნა პირველ სიჩუმეს,
მე გეტყვი, როგორ გაიარა წლებმა უშენოდ,
შენ სიტყვას ბანზე ამიგდებ და ისევ იხუმრებ.

კვლავ ძველი სხივი გაგიკრთება თვალებში წამით,
გამახსენდება მკერდქვეშ გულის ნაცნობი ფეთქვა...
მერე ჩიტები აკენკავენ ჩვენს სიტყვებს მარცვლით,
დიდხანს შენახულს, ოდესმე რომ გვინდოდა გვეთქვა.

ვისხდებით უხმოდ, ცრემლჩამდგარი, სავსე თვალებით,
ხელით მომიტან შენს ტკივილებს ჩამომჭკნარ ხელთან...
მოგვეჩვენება, სადღაც გაქრა წლები წვალების
და თითქოს მთელი ეს ცხოვრება ვიყავით ერთად.

ალბათ, ერთ დღესაც მოხუცები ვიქნებით, კარგო!
 
nukriaДата: კვ, 04.01.2015, 22:39 | Сообщение # 265
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მამაო ჩვენო, გევედრებით შეგვინდო ცოდვილთ,
მავანთა მხრებზე, ეშმაკებმა დაიდეს ბინა,
როგორც არასდროს, მოწყალება გვჭირდება გმობილთ,
შემოგღაღადებთ საკვირველო მაღალთა შინა.

ანგელოზები დასტირიან სიბრმავეს ერის,
რადგან ცოდვილნი ვერ ამჩნევენ ნათელთა ფერებს,
იქ, სამთავროში ალბათ ოხრავს წმინდანი ბერი,
როს უწმინდესის სამოსელზე იწმენდენ ხელებს.

ცუდას რად უნდა მტერობაო, უთქვამს მადლიანს,
თუმცა ქართველმა იცის მტრობა ვისთან სჭირდება.
ალბათ ჩემს რწმენას, მაინც დიდი რამე აკლია,
რადგანაც მათი მიტევება გამიჭირდება.

შეერთდით მრევლო, ოხითა და ზარების ცემით,
ამ ცოდვის მერე თუ უფალი ისევ გვენდობა.
მუხლზე დაცემით, სინანულით, გოდების ცრემლით,
უფლის სახელით, უნეტარესს ვთხოვოთ შენდობა.

/ნანა მეფარიშვილი/
 
nukriaДата: ორ, 05.01.2015, 01:15 | Сообщение # 266
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მარტო ვარ,
მარტივი ყოფილა ეს ყოფა,
და ხშირად ვკითხულობ
საერთოდ რატომ ვარ?!
სანამდეც ძალა და
სიცოცხლე მეყოფა,
მარტო ვარ...

ოცნება თუ გაქვსო,
მე მკითხეს ამ დილით,
ვუთხარი კი მეთქი,
ოღონდაც ძველია,
მარტო ვარ,
რადგანაც ასეა ადვილი,
რომ გიყვარს ძნელია...

თუ უფალს არ სთხოვე,
წყალობას ვინ მოგცემს,
და მაინც ვკითხულობ,
რისთვის და რატომ ვარ?
ისე რა გრძნობები
მე დღემდე მაოცებს,
ამიტომ ...
მარტო ვარ...

/ნანა მეფარიშვილი/
 
nukriaДата: ორ, 05.01.2015, 01:16 | Сообщение # 267
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჯვარს იწერს ფუფალა მხევალი უფლისა
***

ვინ იცის ცხოვრება რა გზებით წაგვიყვანს,
რა სევდა გაჰყვება ბილიკს და სტრიქონებს.
ვის ბედი ფრთაშესხმულს, ზეცამდე აიყვანს,
ვინ კიდევ ბედ-იღბალს თავისთვის იგონებს.

იყო და რა იყო,უბრალო მხევალი,
არავის ანდობდა გრძნობებზე ჩივილებს,
გარდასულ ცხოვრების თავადვე მწერალი,
დახეულ ქოლგის ქვეშ მალავდა ტკივილებს.

შვენოდა სოფელს და უკბილო ქილიკით,
ვინ იცის რამდენჯერ ცრემლებით ატარეს,
სიყვარულს ელოდა ნაცნობი ბილიკით,
სწორედ ამ გრძნობისთვის სიცილიც აყარეს.

ვაი რომ არ ერგო ახდენა იმედის,
სატრფოსთან შეხვედრით სული ვერ იცხონა,
და რაკი არ ქონდა წყალობა მცირედიც,
მისივე მოგონილ გრძნობებით იცხოვრა.

ვინ იცის ამ როლით რამდენი ქალია,
შენახულ ოცნებებს ვერვისთვის იმეტებს.
ვინ წლები უიღბლო ლოდინით გალია,
ვინ ქოლგას აფარებს მოგონილ იმედებს.

/ნანა მეფარიშვილი/
 
nukriaДата: ორ, 05.01.2015, 01:18 | Сообщение # 268
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნახე რა სამშობლო მოგცეს
(შვილებს)

ნახე რა მიწა გაქვს, ნახე, რა სამშობლო შვილო,
სადაც ახლა დგახარ უფლის ნაკურთხია თავად,
ყლორტო მამულისა, ხვალ კი საიმედო ძირო,
რწმენით იარე და მზერა არ მოზიდო ავად.

ნახე, რა მთები გაქვს, ცასთან მიგიწვდება სახე,
მხრებში გაიშალე, ქართველს არ უხდება მოხრა,
რა სამშობლო გერგო თავად უფლისაგან ნახე,
წამიც არ გაივლო გულში წუწუნი და ოხვრა.

გახსოვს ბავშვობაში ლოცვას გასწავლიდი შვილო,
ხატებს ვერ სწვდებოდი ცერებს ადგებოდი ზედა,
ჩემო საფიცარო საქართველოსავით ტკბილო,
ჯერ ის დაიფიცე, მერე დაიფიცე დედა.

ამ ვრცელ სამყაროში ერთი საქართველო არის,
ისიც შენ გეკუთვნის, ნახე, რა სიმდიდრე მოგცეს,
მასში სხვა მზე არის, სულ სხვა ელვარება მთვარის,
უფალს მადლობდე და მისთვის აღავლენდე ლოცვებს.

შენ რომ მამული გაქვს, მსგავსი არ არსებობს არსად,
აბა შენ იცი და შენმა ვაჟკაცობამ იცის,
ფიქრშიც არ გასცვალო, არც რა ოქრო–ვერცხლის ფასად,
მირონგაჟღენთილი მადლი საქართველოს მიწის.

ნახე რა ზეცა გაქვს, ნახე რა ტაძრები გიცავს,
მთათა ბილიკები, ყველა სალოცავში მიდის,
შენ რომ თავზე გხურავს ბევრი ეშურება იმ ცას,
ირგვლივ ღალატია, ვიღაც სინდის–ნამუსს ყიდის.

აბა შენ იცი და შენმა ვაჟკაცობამ დედი,
შენი წინაპარი თითქმის წმინდანია ყველა,
ღმერთმა დაგაბერტყა მადლად ქართველობის ბედი,
ჯიშს არ უღალატებ, ვიცი, შენი გულის მჯერა.

ცისკრის შესადარი ენით შეგიძლია ლოცვა,
ვისი გორისა ხარ, პაპა ანდერძივით გწერდა,
ნახე დალოცვილმა, ნახე, რა სამშობლო მოგცა,
ჯერ ის დაიფიცე, მერე დაიფიცე დედა.

/ნანა მეფარიშვილი/
 
nukriaДата: ორ, 05.01.2015, 07:37 | Сообщение # 269
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ზვიად გამსახურდიას
***
ვინ გნახავდა დაჩოქილს და მოხრილს,
საქართველოს უღელს სწევდი მხრებით,
სისხლი გქონდა, სისხლი ნაღდი კოლხის,
მოდიოდი ქრისტეს მსგავსი გზებით.

წყაროსავით სუფთა გულის პატრონს,
მიწისათვის ცხელი ცრემლით ნამულს,
გიღალატეს, გიღალატეს რა დროს,
მოკალითო, თორემ იხსნის მამულს.

მოკალითო!
ჰქუხდა ბნელი ძალა,
მოძმის ტყვია გაგკრა ეშმას კბილმა,
შენი გვამით მტერმა გაიხარა,
შენი სულით თვით იესო ტკბილმა.

შენ სიკვდილით გაიტანე ლელო,
ცა გოდებით ირხეოდა ქარში,
გაცილებდა მთელი საქართველო,
ბზობა იდგა შენს მამულში მაშინ.

უგნურები ზეიმობენ დღემდე,
თუმცა ჟამი უნდა ჰქონდეთ ოხის,
რა იციან, რომ ამაღლდი მზემდე,
რომ უკვდავი სისხლი გქონდა კოლხის.

/ნანა მეფარიშვილი/
 
nukriaДата: ორ, 05.01.2015, 20:31 | Сообщение # 270
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
დამეხმარეთ კარგო ხალხო, გაგახარებთ ღმერთი,
ჩამიყარეთ ცივ ხელებში ორიოდე თეთრი.
დამეხმარეთ, უსაშველოს ხომ არაფერს ვითხოვ,
გაჭრილ გულზე დამაფინეთ თქვენეული სითბო.
დამეხმარეთ, ხედავთ მალე, წავა ძველი წელი,
ობოლს ლუკმა გამიტეხეთ, გამიწოდეთ ხელი.
სხვა სახლებში სინათლეა, დაე, მუდამ ენთოს,
ერთი სახლის თბილი კერა, მეც მარგუნე ღმერთო.
ახალი წლის დღეებს ველით, სიყვარულით გლოცავთ,
მიხარია, როცა მღერით გვერდს ჩამივლით როცა.
თუ ჩემსკენაც მოიხედევთ, ნახავთ თვალებს ობლის,
ნაჭერ პურზე დადებული მადლი დიდხანს მყოფნის.
დამეხმარეთ კარგო ხალხო, სულს მიეცით შვება,
ახალი წლის შემოსვლამდე, საათები რჩება.
მეც შევხვდები ჩემს მიწურში, ძმას განვაძღებ მშიერს,
ხვავი მისცეს თქვენს შვილებს და კიდევ მათ ნაშიერს.
თქვენგან სითბოს გავიყოლებ, გამიქრება დარდი,
თქვენ კი, ობლის წყალობისთვის მოგეცემათ მადლი.

/ ნანა მეფარიშვილი/
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ნანა მეფარიშვილი
ძებნა:

მოგესალმები Гость