ნანა მეფარიშვილი - Page 28 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ნანა მეფარიშვილი
ნანა მეფარიშვილი
nukriaДата: ორ, 05.01.2015, 20:32 | Сообщение # 271
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
შიშველი გულით ვიდექი შენს წინ,
იმ ღამეს ახლა წამიშლის რაღა,
არ მიძებნია შენს თვალში ბეწვი,
არც არასოდეს მიგრძვნია დაღლა.

შემოძარცვული თვალებით მოველ,
გვირილის გულზე მედო ღაწვი და,
გახსოვს ის ღამე, სითბო რომ მთხოვე,
მე მგონი სწორედ მაშინ გაწვიმდა.

მე სველი მთვარე მომსდევდა კვალზე,
შენ სიყვარულით აღვსილი ქალი,
მაინც წახვედი, არ ვიცი რაზე,
არ მიძებნია ამაში ბრალი.

შენს ხელისგულზე კოშკი აღვმართე,
ოცნებისფერად შევმოსე ხედი,
არც კი მიკითხავს, ან რად გამათბე,
ან ისე უცებ რატომ წახვედი.

/ნანა მეფარიშვილი/
 
nukriaДата: ორ, 05.01.2015, 20:33 | Сообщение # 272
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენ უნდა აღსდგე
***

შენ უნდა აღსდგე,
უნდა იყო სულით ძლიერი,
უნდა შემოსო შენი გვამი,
სულის სათრევი,
მიიღო სახე ბედნიერის
გქონდეს იერი,
არ შეიმჩნიო
ღამეები რომ გაქცს ნათევი

მონახო ძალა,
დაინახო შენივე ხატი,
უღმერთო დღეებს
არ მიართვა სიამის ხონჩა,
გულის კარნახმა
არასოდეს იცის ღალატი,
რაგინდ გტკიოდეს
არასდროს სთქვა _ცხოვრება მორჩა.

ყველა ახალი დღე დაიწყე
ახალ სიცოცხლედ,
განმეორებულ შეცდომებში გზები ეძიე,
დიდ განსაცდელში მყოფთ
როს ხედავ, შენზე უფრო მხნედ,
შეგრცხვება, რადგან შენ
სისუსტით მცირეს ვერ სძლიე.

შენ უნდა აღსდგე,
გაუმკლავდე ბედის ქარტეხილს,
ყოველი წამი შენივ სულის
საწრთობად ხარჯო,
ყველა განსაცდელს
გამოსტყუო მადლის ნატეხი,
ბოროტებაზე,
შენივ რწმენით რომ გაიმარჯვო.

/ნანა მეფარიშვილი/
 
nukriaДата: ორ, 05.01.2015, 20:34 | Сообщение # 273
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
დღეს მსურს აღმა-დაღმა ხეტიალი,
ფეხზე დაკიდება ქარებივით,
ვეღარ დამიმშვიდდა ეს ტიალი,
გრძნობა, მოგუგუნე ზარებივით.

გულმა არაფერი მაპატია,
ფეთქავს, არ ჩერდება, არ იღლება,
ხშირად საზღაური ღალატია,
დღენი ტკივილებით თარიღდება.

ნაცრისფერი გზებით ვიწერები,
ვჩქარობ, ეს სურვილი არ მინელდა,
ბურუსს მიფანტავენ შორი ხმები,
სწორედ ეს სიშორე მაშინებდა.

უკვე არაფერში მიდევს წილი,
დღეა დარდისაგან შენაფერი,
გარეთ ამინდია აწეწილი,
სწორედ ჩემი სულის შესაფერი.

/ნანა მეფარიშვილი/
 
nukriaДата: ოთხ, 07.01.2015, 21:26 | Сообщение # 274
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აღსდექ საქართველოვ---ლაზარე აღსდექი!

მოვედი უფალო, გავლიე შარა-გზა
კადნიერ ქცევისთვის ნუ დამსჯი დარდიანს.
ბოროტმა ყოველი კარები ჩარაზა,
წყალობას შემოგთხოვ მაღალს და მადლიანს.
დამფლითეს, ამაჭრეს ბებერი სხეული,
იმედებს მაცლიან შველა ვის ვუთვალო.
უშენოდ რა ძალმიძს, სუსტი ვარ ეული,
სისხლისგან ვიცლები, მომხედენ უფალო.
ყოველთვის გადავრჩი შენეულ წყალობით,
მუხლებზე ვერ დამცეს მოხუცი, ჭაღარა,
ახლა კი, გეახლე ცრემლიან გალობით,
შემინდე უფალო, არ ძალმიძს აღარა.
მიკვდება, მშორდება, მეცლება შვილები,
უცხონი ყვებიან ივერთა მითებზე,
მიშველე უფალო,მიხმება ძირები,
ვიდრემდის ქართველებს დავითვლი თითებზე.
ჭარმაგი ცხოვრება, შენით რომ გავლიე,
გადახსნილ ჭრილობას ახლა რა ვუფარო,
ათასჯერ შენს ხელში სული რომ დავლიე,
საკუთარს მაძლევდი წყალობად უფალო.
და ისევ აქა ვარ, აღარ მაქვს ძალ-ღონე,
შენს ფეხთით ვიქნები ვიდრემდის მომხედავ,
ცოდვილი გამხადე შენი ხმის გამგონე,
დაჭრილი მოვედი უფალო,ხომ ხედავ.
უცებ ჩამოეხსნა ზეცას თალხისფერი,
გართხმულ საქართველოს სხივი დაეფარა,
თავზე წამოადგა სვეტი ნათლისფერი,
თასი მირონების სხეულს დაეღვარა,
-აღსდექი ლაზარე, გიბრძანებ აღსდექი,
ვინ მოგცა უფლება მუხლებზე დაცემის,
მომენდე და რწმენით ფეხებზე დადექი,
დრო-ჟამი მოვიდა პასუხის გაცემის.
მოუხმე, შეკრიბე, სრულიად ქართველი.
გაკურთხებ, გიწონებ ტკივილის ატანას,
დარდის და ვარამის აქამდე არმთქმელი,
შენს ბებერ მუხლებთან ვაჩოქებ სატანას.
ღრუბლიან ცის ტატნობს სინათლე დაეცა.
"ღმერთი და ხელები" ზღაპარი როდია,
ბოროტებს ღმრთისაგან პასუხი გაეცა,
შეხედე უფალო, ქართველნი მოდიან.
მოდიან, იქუხა ზეცამ და ატირდა,
გამრავლოთ ძე-მოდგმა სიკეთის ჩამდენი
და მაშინ უფალი პირველად გაკვირდა,
ახედა ზეციერს, ყოფილან რამდენი.
მოდიან, მზე მოაქვთ დაღლილი ხელებით,
იმედად ყრმათა და აკვანთა სიმრავლე,
გვაპკურე უფალო ნათელი ფერები,
დალოცვილ მიწაზე ქართველი გვიმრავლე.
და იმ დღეს მამა ღმერთს ცის კარი გაეღო,
ჭირ-ნახულ ქართველებს წმინდანნი შველოდა,
ცრემლი და ვარამი დროს უკან წაეღო
უფალს კი სახეზე ღიმილი შვენოდა.

/ნანა მეფარიშვილი/
 
nukriaДата: ოთხ, 07.01.2015, 21:29 | Сообщение # 275
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მკლავ-მოკვეთილიც ტაძრებს აგებდი

მოგკვეთეს მკლავი, ფეხი, მხარი, ნაისრი ფერდი,
მხოლოდ გულია, რაზეც ხელი ვერავინ გახლო,
ბოროტო ძალავ, სხვა რა გინდა ამაზე მეტი,
გამოდი, მინდა ეგ ცბიერი თვალები ვნახო.

ჯერ არ შობილა იგი ძალა, მომრევი ნათლის,
ძალა, რომელმაც საქართველო ბეჭებზე დასცა,
იყო აღრევაც ცოდვა- მადლის, საკმეველ-სანთლის,
იყო გაცემაც, გაყიდვა და ღალატით ჯვარცმა.

საქართველოა დედამიწის მთავარი მყესი!
მასშია ძარღვი სასიცოცხლო და არტერია,
შენ იცი ეშმავ, არ არსებობს სხვა უკეთესი,
იმადაც უხვად მოუვლინე დუშმან-მტერია.

მკლავ-მოკვეთილიც ხმალს იქნევდა, აგებდა ტაძრებს,
სისხლი სდიოდა, ეკლიანი ეხურა მიტრა,
მაგრამ არასდოს დაჩოქილა, ვერც ვერვინ დასძლევს,
თვით მამა ღმერთმა ჩააბარა წმინდანის სკიპტრა.

თეთრი გიორგის მახვილის ქვეშ გაგძვრება ტყავი,
ურწმუნოთათვის შენი ცნობა იქნება გვიან,
საქართველოა თავად ქრისტე, მწყემსი და კრავი,
ქართველს, ქარ-თველ-ი შენ ხომ იცი რატომაც ჰქვიან.

დღეს მის საზღრებთან წმინდანების მთელი ჯარია,
(სასაცილოა, ეშმა ღმერთად თავს რომ ასაღებს)
გაჩნდე ქართველად ეს მძიმე და დიდი ჯვარია,
ქართულს თუ ჰგალობ, შენ ფლობ მადლის ნამდვილ გასაღებს.

მოგკვეთეს მკლავი, შენ ააგე სვეტიცხოველი,
გაძგერეს შუბი, მკერდზე მაინც იგებდი ტაძრებს,
მე მაქვს სამშობლო, სხვა არაფრის არ ვარ მთხოვნელი,
მე ვარ ქართველი და ბოროტი ვერასდროს დამძლევს.

/ნანა მეფარიშვილი/
 
nukriaДата: ოთხ, 07.01.2015, 21:34 | Сообщение # 276
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
არ დამიღონდეთ
(გარდაცვლილ შვილთა გზავნილი მშობლებს...)

დედი, რა ტყუილად სტირიხარ,
ამაოდ იხოკ ღაწვებსო,
შენს ნაცვლად ახლა ღვთისმშობლის,
კალთა მათბობს და მარწევსო.
მამავ, რა ტყუილად დაღონდი,
კაცია არა ხარ განაო?!
ნეტავ მხედავდე დამყურებს,
ძე ღმრთისა _ჩვენი მამაო.
გადაიყარეთ გულიდან,
ეგ ნაცრისფერი სევდაო,
ნამდვილ მშობლებთან მივედი,
არ ამიტირდე დედაო.
წამით რომ შემოგახედათ
ჩვენი სამოთხის ბაღნარში,
აქ მხოლოდ ცაა უძირო,
თავი გგონია ზღაპარში.
დედი არ გინდა ცრემლები,
ეგ შავი კაბაც გაბერებს,
ნუ დაუმძიმებ სამყოფელს
შვილს ჭრელ კალთაში ნაფერებს.
არ დამიღონდეთ, მე მუდამ
დაგყურებთ ღიმილიანი,
გზები მაქვს ისე ნათელი
ვარდ–სოსან–გვირილ–ანი.
ცრემლი რა საკადრისია
მამი მიხედე დედასო,
ოლოცეთ ჩვენი უფალი
ყველას უსმენს და ხედავსო.
წამლად და შვებად მედება,
ხმა თქვენი ლოცვებისაო,
დედი, აქ ყველა ერთნი ვართ,
თავად იესოს ხნისაო.
ჩემს განათებულ ბილიკებს,
ნუ ჩამიბნელებ თალხითა,
ირწმუნეთ, თუ გსურთ ვიხაროთ,
მერე ერთურთის ნახვითა.
არ დამიღონდეთ, მე მუდამ
დაგყურებთ ღიმილიანი,
გზები მაქვს ისე მსუბუქი,
ვარდ–სოსან–გვრილ–იანი.

/ნანა მეფარიშვილი/
 
nukriaДата: ხუთ, 08.01.2015, 22:49 | Сообщение # 277
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დღეს, არ მეგონა ლექსს თუ დავწერდი,
თუ დავიხსნილი თვალებს ღამიდან,
დღეს, არ მეგონა თავს თუ ავწევდი,
ცრემლ-გაჟღენთილი სასთუმალიდან.

წუხელის ქარი მიღრენდა კართან,
სანთლის ციმციმზე ელავდა თვალი,
ნეტავ ჩემს ცოდვებს რა დაემართა,
სად გაქრა ჩემში თავნება ქალი.

არ მიფიქრია წუხელ სტუმარზე,
ჩემს აღსარებას ისმენდა მთვარე,
ცრემლით გაჟღენთილ თავსასთუმალზე,
დილით, კვლავ ლექსი გადავაფარე.

/ნანა მეფარიშვილი/
 
nukriaДата: პარ, 09.01.2015, 20:15 | Сообщение # 278
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
უსასრულოდ გიგალობებ
***

მთლად სამყარო ვინახულო
დამაბრუნებს შენი ფესვი,
მხოლოდ შენთვის ვიმარხულო,
ვინ მყავს შენზე უკეთესი.

მოვიარე ყველა მხარე,
ვერსად დავდე სულის ბინა,
სხვაგან ვერად გავიხარე,
მონატრებამ წამახდინა.

შენი მიწის სუნი მათრობს,
(გაიკვირვებს ნურვინ ნურას)
მე. შენი მზე უფრო მათბობს,
შენი დილის სიო მკურნავს.

დღეს მჭირდები ჩემო უფრო,
მიბნეული მყავდე გულზე,
შენთან მინდა ვისაუბრო,
ჩვენს აუხსნელ სიყვარულზე.

ასე შორით გითვლი სალამს,
როგორ ავხსნა ვით მიყვარხარ,
რა დააშრობს ამ ჩემს კალამს.
სანამ გნატრობ, სანამ მყავხარ.

ყველა ცოდვას გავიცილებ,
როცა მნახავ შენ მიხვდები,
შენს მიწაზე გავიცინებ,
მერე ნატვრად აგიხდები.

/ნანა მეფარიშვილი/
 
nukriaДата: შაბ, 10.01.2015, 14:41 | Сообщение # 279
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

"მიწაზე ერთი სამოთხეა" და ისიც ჩემი!
ეს ედემ–ბაღი გამიხდია სიცოცხლის არსად,
ალალი იყოს მთლად სამყარო, სხვა დანარჩენი,
სამშობლოს ჩემსას არ გავყიდი სიცოცხლის ფასად.

ვერ შეველევი ჩემს მიწა–წყალს სიყვარულიანს,
ჯერ არ შობილა ის ქართველი ლექსი არ ეთქვას,
უკიდეგანო დედამიწას ერთი გული აქვს,
და ისიც ჩემი საქართველოს სხეულში ფეთქავს.

ირგვლივ იმდენი მთა–ველია დატკბება თვალი,
მომწონს ცვარ–ნამით დაფერილი ყვავილ–ბაღები,
მაგრამ მე ჩემის სიყვარულით დავდივარ მთვრალი,
ის მირჩევნია _ჩემი მთა და იალაღები.

რადგან შემქნელი ყველაფრისა მხოლოდ ღმერთია,
არა ვარ ხარბი, შენი იყოს სხვა რამ ყოველი,
ჩემი ის არის, რაიც მხოლოდ ერთადერთია!
იესოს კვართზე სანთლად მდგარი სვეტიცხოველი.

დღეს ჩემს სამოთხეს მირონი სდის ნაკადულებად,
(დროთა დინებამ სადაც უნდა იქით გამრიყოს,
ჩემს სამშობლოზე დიდი განძი არ მეგულება,
შენთვის სამყარო დამითმია ალალი იყოს!

/ნანა მეფარიშვილი/
 
nukriaДата: შაბ, 10.01.2015, 14:51 | Сообщение # 280
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
ხვალ რა გზა ვარჩიო,
შენთან რომ მოვიდე,
თუ მეტყვი დარჩიო
ვივიწყებ რაც იყო...
არასდროს არ ვტოვებ
გრძნობების კორიდებს,
მე მინდა გული და
სიცოცხლე გაგიყო.

ვცელქობ და ამითაც
სიყვარულს გთავაზობ
დღისითაც, ღამითაც,
შენი მზით ვიწვი და,
შენით მსურს დღეები
რომ გავილამაზო,
ზეცამდე აგწიო,
ცოდვილი მიწიდან.

ლოცვიდან ღმერთმდე
თბილიც და უხეშიც,
ამ გულის ხეთქვამდე,
დარჩები ჩემში და,
არსებობ, ესაა
შვება და ნუგეში,
არ იყო...
ცხოვრება
უთუოდ შემშლიდა.

/ნანა მეფარიშვილი/
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ნანა მეფარიშვილი
ძებნა:

მოგესალმები Гость