ნანა მეფარიშვილი - Page 31 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ნანა მეფარიშვილი
ნანა მეფარიშვილი
nukriaДата: კვ, 25.01.2015, 19:55 | Сообщение # 301
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
არ ჩადგე ქარო,
ღალატია ახლა დუმილი,
სიკვდილს არჩევდა,
თუ შეაჭრეს მუზების ფრთები,
ბევრი აქვს ვალი,
უსასრულო შენი წყურვილი,
სულში ქარიშხალს ამოაგდებ
და ლექსში ცხრები.

ჩამქრალი მუზა,
უჰაერო სიცოცხლეს ნიშნავს,
მიწაც კი არ ხარ,
უფრო მიწის მცირე ნაშალი,
დადიხარ, თითქოს გარეგნულად
არც არა გიშავს,
მაგრამ ძარღვები
სისხლისაგან დაგაქვს დამშრალი.

ერთ გაგიჟებად,
ერთ ღიმილად აფასებ მოსვლას,
თუ რამე გტკივა არ გგონია,
რაიმე თუ გღლის,
მუზები ჰკლავენ,
აცოცხლებენ, ავსებენ მგოსანს
და აღტკინებულს
არ აწუხებს სიმძიმე უღლის.

ჩანს თვითმკველობა პოეტებმა გამოიგონეს,
სიკვდილი რაღა სათქმელია,
მუზა თუ ავდრობს,
მიწაზე მდგარი,
რას დაწერდა ლექსის სტრიქონებს,
რამეთუ იგი,
ცის თაღებთან ბობოქრობს ამ დროს.

არ ჩადგე ქარო,
დაუამე გადახსნილ ვენებს,
სულ ახლოს მიდი,
ლექსის გულზე დაადე გული,
მშვიდ ამინდებში,
აბა პოეტს რა მოასვენებს,
გამთენიისას ქართანაა დაბადებული.

/ნანა მეფარიშვილი/
 
nukriaДата: ორ, 26.01.2015, 22:01 | Сообщение # 302
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
პაემანი სიცოცხლის ბოლოს

ალბათ, ერთ დღესაც მოხუცები ვიქნებით, კარგო,
მხრებში მოხრილნი წარსულით და წლების სიმრავლით,
მოგონებებთან დარჩენილებს ხანდახან მარტო,
არ მოგვასვენებს ასახდენი ერთი სიზმარი...
შევხვდებით მაშინ, ფიანდაზად როცა გაგვიფენს
ვერხვების ფოთლებს შემოდგომა დაცლილ ქუჩებში,
შემხედავ ჩუმად... შევისწორებ შეკრულ საკინძეს,
გაცრეცილ სკამზე ჩამოვსხდებით ბაღის კუთხეში.
ღელვის დაფარვას შევეცდებით მეტად უმწეოდ,
დაარღვევს ფოთლის ჩამოვარდნა პირველ სიჩუმეს,
მე გეტყვი, როგორ გაიარა წლებმა უშენოდ,
შენ სიტყვას ბანზე ამიგდებ და ისევ იხუმრებ.
კვლავ ძველი სხივი გაგიკრთება თვალებში წამით,
გამახსენდება მკერდქვეშ გულის ნაცნობი ფეთქვა...
მერე ჩიტები აკენკავენ ჩვენს სიტყვებს მარცვლით,
დიდხანს შენახულს, ოდესმე რომ გვინდოდა გვეთქვა.
ვისხდებით უხმოდ, ცრემლჩამდგარი, სავსე თვალებით,
ხელით მომიტან შენს ტკივილებს ჩამომჭკნარ ხელთან...
მოგვეჩვენება, სადღაც გაქრა წლები წვალების
და თითქოს მთელი ეს ცხოვრება ვიყავით ერთად.
ალბათ, ერთ დღესაც მოხუცები ვიქნებით, კარგო!

ნინო ალადაშვილი
20 მარტი, 2014 წელი
 
nukriaДата: ორ, 26.01.2015, 22:04 | Сообщение # 303
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვისთვის რად ღირხარ,
შეიცნობა დროსა და ლხინში,
ჭირის ტკივილებს
უცხო კაციც გაიზიარებს,
დრო სცდის ასევე,
დაცემული დარჩები ვისში,
ვინ გაიმეტა სიტყვა,
რაიც აგაფრთიანებს.

დრო, საოცარი განმგებელი,
მსაჯული, მცველი,
დრო გავსებს, გკურნავს,
ან ჭრილობის სიმძიმით გფიტავს,
დაგიხარისხებს ვინ გიგანა,
გამოკრა ცელი,
შენი ჩარევა არ სჭირდება,
ყველაფერს ფილტრავს.

ვისთვის რად ღირხარ,
შეიცნობა დროსა და ლხინში,
ვინ იზეიმა შენი წინსვლა, შეგიდგა მხარი,
გამზიარებლად,
სულ უცხოც კი მოგივა ჭირში,
შენ სიხარულის
მოზიარე კაცი მითხარი.

/ნანა მეფარიშვილი/


Сообщение отредактировал nukria - ორ, 26.01.2015, 22:05
 
nukriaДата: სამ, 27.01.2015, 16:32 | Сообщение # 304
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მარტოობის დღეებს შეჰფენია ნისლი
და საღამოს ჟამზე დრო იწყება ურვის,
ნატვრა გაფერმკრთალდა, თითქოს გახდა სხვისი,
კაცს სულ დაუკარგავს ოცნებების სურვილს.

აეშლება ნერვი გულდალეულ მთვარეს,
ვარსკვლავებთან ერთად ცას რომ ღამეს უთევს,
შეყვარებულ წყვილებს ასე დაუბარებს,
გაუფრთხილდით მუდამ ერთად ყოფნის წუთებს.

ღამე ბორგავს ტალღა ალერსის და ვნების,
გგონია რომ იგი აღარ გასრულდება,
დაუწერელ ზღაპარს, შორეული ხმების
მონატრება დაწერს, და წარსულში რჩება.

დარდი მუდამ ანგრევს ოცნებას და ნერვებს,
როცა უკვე იცი, შესცვლი ვეღარაფერს,
შემოდგომაც მოვა, მერე დაიჯერებ,
ყვავილების ნაცვლად ფოთლებს რომ გააფენს.

დრო მიჰყვება ქროლვით მატარებლის რელსებს,
მონატრება გულში დოლაბივით ბრუნავს,
როცა მარტოობის შიში აგვაკვნესებს,
სიყვარული გვაძლევს გაღიმების უნარს.

/ნანა მეფარიშვილი/
 
nukriaДата: სამ, 27.01.2015, 16:33 | Сообщение # 305
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ზღვაში წვეთი ვარ, ქვათა შორის პატარა კენჭი,
ცასთან შეხებაც კი არა მაქვს, შორიდან ვუმზერ,
ერთი ცრემლი ვარ განშორების და ქალის ეჭვი,
მიწის მტვერი ვარ, ჩაფენილი ნაგვალავ ხნულზე.

ერთი ლექსი ვარ, უფრო ლექსის პატარა პწკარი,
ერთი სიმღერა, ერთი ნოტი, მოკლედ რაც არი,
ვარ სიყვარულზე მოტრფიალე უბრალო ქალი,
სიყვარულითვე დაფერფლილი თბილი ნაცარი.

ციცინათელას სინათლე ვარ, არ ვჩანვარ მზეზე,
მკრთალი კვალი ვარ, ნიავიც რომ ადვილად წაშლის,
სულ პაწაწინა ბუმბული ვარ ქათქათა ფრთებზე
და ერთი გული, მეოცნებე პატარა ბავშვის.
 
nukriaДата: სამ, 27.01.2015, 16:35 | Сообщение # 306
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

შენი ნაბიჯი ძალზედ ფრთხილია,
ხარ ანგელოზი ზეცით მოსული.
ნაყოფიც შენი, ისე ტკბილია,
ქალი ხარ ერთი, მაგრამ ორ–სული.

ცხრა ნეტარებად და მზის ცხრა სხივად,
ცხრა თვე იესოს ხელები გარწევს,
და ალბათ მოსვლა გიღირდა იმად,
რომ პირმშოს ხელში ღიმილით ასწევ.

შენ ანგელოზი დაგყვება კვალში,
ლამაზ სხეულზე გასკდება კვირტი,
მოევლინება ქვეყანას ბავშვი,
ამ საოცარი გრძნობისკენ ილტვი.

გულში გიფეთქავს მეორე გული,
ამ სასწაულით, თავად მოსული
და სხეულს შენსას სხვაგვარად უვლი,
ქალი ხარ ერთი, მაგრამ ორ–სული.
 
nukriaДата: ორ, 02.02.2015, 00:03 | Сообщение # 307
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ახლა თუ გინდა გათოვდეს,
გადაიპენტოს ზვრები,
სული გაფრენას არ მთხოვდეს,
თოვლმა ჩაკეტოს გზები.

თეთრი ფერებით მოირთოს,
მუქი სამყარო ცოდვის,
სურვილი გამისულერთდეს,
გამოიდარებს როდის.

ითოვოს, ახლა რამდენიც,
პირმოხსნილ ზეცას უნდა,
ეს ფრთებიც მაშინ მინდოდა,
როცა გაფრენა მსურდა.

ახლა, თუ გინდა გათოვდეს,
ოცნებას წარსულს ვატან,
აღარ მაქვს ლურჯი ფანქარი,
იებსაც ვეღარ ვხატავ.

ნურც ოდეს გამოიდაროს,
გულზე საკეტი მქონდეს,
დარაბებს იქით რას ვეძებ,
რამდენიც უნდა თოვდეს.

ურეაქციოდ დავხურავ,
ჩემი სარკმელის ფარდას,
აღარ დავეძებ სიცივეს,
აღარ დავეძებ ავდარს.

ჩემთან მოდითქო არ გეტყვი,
არ დამჭირდება თხოვნა,
ყველა ქუჩა და ბილიკი,
დე, გადაფაროს თოვლმა.

გამისულერთდა ოცნება,
თეთრ სამოსში წევს ზვრები,
ახლა თუ გინდა გათოვდეს,
სულ ჩაიკეტოს გზები.
 
nukriaДата: ორ, 02.02.2015, 00:09 | Сообщение # 308
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თვალებს აგინთებს და ისე გაგაბავშვებს,
ნებით საკუთარით ტყვედაც დაურჩები,
ისე გაცეკვებს და ისე გათამაშებს,
შენზე ჭორაობდნენ ბაღში ალუჩები.

დარდზე მოგერევა, ისე აგამღერებს,
მზერა ყველას ღიმილს მისად დაიგულებს,
ძილსაც გაგიკრთობს და მერე ათასფერებს,
ყოველ ცისმარეზე გიძღვნის თაიგულებს.

კვალზე გაოცებულ ქუჩას წამოგკიდებს,
ირგვლივ სხვანაირი ფერთა გამებია,
გინდა გააგონო ქვეყნის კიდით კიდეს,
ასე არასოდეს რომ არ გყვარებია.

ჭექა-ქუხილისაც აღარ გეშინია,
ჭორი არ გადარდებს ბევრჯერ ყურმოკრული,
ალბათ იტყვიან რომ ვიღაც შეშლილია,
როცა გზას მოჰყვები წვიმით გალუმპული.

ზამთარს გაზაფხულად გადაგისხვაფერებს,
ისე დაგიმონებს ტყვედაც დაურჩები,
ტკივილს დაგავიწყებს, ისე აგამღებებს,
შენზე იცინოდნენ ბაღში ალუჩები.
 
nukriaДата: ორ, 02.02.2015, 00:14 | Сообщение # 309
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მიწა გახსენით, ვეღარ იტევს ამდენ სიწმინდეს,
ახლა სინათლეს ვინც ვერ ხედავს, გონს მოვა როდის?!
იქუხე ცაო, მოწყალება რომ გაგვიწვიმდეს,
ჩემო სამშობლოვ, წმიდანების ლაშქარი მოგდის.

რაკიღა ერში ერთგულების გაგვიქრა ძალა,
დღეს ლოცვის დროა, გულო ახლა რაღაზე სტირი,
მამულო, შენი ოქროს გული რომ დაეფარა,
იმდენი ბერი გიცავდა და იმდენი გმირი.

აღდგომის დროა, წმიდანების საფლავებს ხსნიან,
მზე გადმოსულა ზეციდან და მიწაზე დადის,
იბერიელნო, ახლა დუმილს ღალატი ჰქვიან,
მხოლოდ უგნური ვერ შენიშნავს წყალობას ამ დღის.

წმიდანი აღსდგა, უსასრულოდ რეკენ ზარები,
გაბრიელ ბერი მობრძანდება ჩვეული ლოცვით,
მაღლიდან სული დაგვანათა, ვით ცის თვალები,
მიწიდან სანთლად ამოგვენთო უხრწნელი ხორცით.

გვიბრუნდებიან, თუმც ბერები არც კი მიდიან,
ისინი მხოლოდ დაფრინავენ ჟამსა და დროში,
(ვაი სამსჯავროს, თურმე კუპრი ისე დიდია,
ერის გამყიდველს არ მიჰყვება იქამდე გროშიც.)

გახსენით მიწა, ამოხეთქა ვიდრემდის მადლმა,
სამშობლოვ, მგონი დასასრული დაუდგა ლოდინს,
დღეს შენს მიწაზე დიდი ჟამის საწყისი დადგა,
ნახე ცისკარზე წმიდანების ლაშქარი მოგდის.
 
nukriaДата: ორ, 02.02.2015, 00:28 | Сообщение # 310
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მთაში მოვედი, მოვიყოლე ჩემი დარდები,
სულში მაღლდება ჰაერი და მიმატებს ძალას,
აქ, ვერ იტირებ, არ სუსტდები და არც ვარდები,
აქ, მხოლოდ ცამდე ამაღლების სურვილი გძალავს.

აქ, თითქოს ხელის გულზე გიდევს მწვანე კორდები,
გაგებერება გული, ყელთან გასკდება მერე,
აქ, არც ბალახში, არც ცვარ-ნამში არ მეორდები,
აიღე კალმად მზის სხივი და მდელოზე წერე.

ეჰეი, მთებო,
ცის მნათობთა თანაზიარნო,
გამოვექეცი კაცთა გულზე ყინულის ლოდებს,
თქვენთან გრძნობების სიმაღლეს მსურს რომ ვეზიარო,
რომ სიყვარულის გადარჩენის იმედი მქონდეს.

ჯვრიან კაბაზე ამყვებიან ყლორტები მინდვრის,
იისფერ ველებს მეგზურებად ავირჩევ გზისა,
მთები მიხმობენ და სხეულიც მორჩილად მიდის,
რომ სულის სახლი ავიშენო მახლობლად ცისა.

/ნანა მეფარიშვილი/
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ნანა მეფარიშვილი
ძებნა:

მოგესალმები Гость