საშა გველესიანი - Page 4 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » საშა გველესიანი
საშა გველესიანი
nukriaДата: შაბ, 21.02.2015, 02:11 | Сообщение # 31
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
//

შორით სუნთქვის შეტაცებით,
შორი სულის დაძახებით,
ჭალებიდან აწყვეტილი
შლეგი ქარი მოვარდება,
ზამთრის ცაზე ფუნჯის მოსმით,
გაზაფხულდნენ ზამბახები,
ხარ აპრილის თეთრი შუქი
და მაისის მოვარდება.
გამითეთრდნენ ღამეები,
მტრად ცოდნიათ შემოდგომა,
სადღაც მღერის ბულბული და
ჩუმი კვნესით ვებანები,
განელდება ეს ზაფხული,
დამაჭრდება შემოდგომა,
ჩემს გაზაფხულს შეუყვარდი
შეფრენით და შექანებით.
სად ხარ სულო, დამიბრუნდი,
თავზე უნდა შემოგევლო,
ალბათ ქარმა შეგაშინა
ტყეებში რომ დაფირალობს,
ღამის მკლავებს რომ დანებდი,
ერთხელ ჩემთან შემოგევლო,
მარტოობით სავსე სულო...
ბულბულების სატირალო.

საშა გველესიანი
 
nukriaДата: შაბ, 21.02.2015, 02:11 | Сообщение # 32
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
სარკე...

შენც დაბერდები...
არ იჯერებ...
მაგრამ ბერდები...
ჩამოგაჭკნება მსუყე ღაბაბი...
წარმოიდგინე, რომ მღერიან
სადღაც გედები...
თუ დაჯერების არის საბაბი...
ულამაზოსაც ვახარბებდი
ჩემს სილამაზეს...
თანავუგრძნობდი, თითქოს
მე მგავდა...
სიბერის დროა, როცა სული
უნდა განაზდეს...
ღმერთო! –
მე ვცრუობ საკუთარ თავთან...
 
nukriaДата: შაბ, 21.02.2015, 02:12 | Сообщение # 33
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქუჩა...

გრძელი ნაბიჯი დამოკლდა და
ვითვლი ფილაქანს
ქუჩის წესია და გაკვეთილი...
უკბილო პირი... ჩუმი ხვნეშა...
სადღაც მინახავს
ე, ის თვალები, ასე კეთილი...
მე კი შენხელა რომ ვიყო და
შენ კი პირიქით...
გავიზრდებოდი ასე ვიდრემდი...
სანამ შემეძლო სიყმაწვილის
ცხენით ჯირითი
მანდ ვიდგებოდი და დაგცინებდი...
ეჰ, შე კეთილო...
 
nukriaДата: შაბ, 21.02.2015, 02:12 | Сообщение # 34
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სიყვარული...

მე არასოდეს არ ვიცოდი
რა იყო სული...
ჩემში კი ვიღაც
რაღაცას მთხოვდა...
მიყვარდა წვიმა გაგიჟებით
და გაყურსული
ველოდებოდი როდის მოთოვდა.
რამდენჯერ გრძნობით გალეშილმა
წუთმა დამათრო...
არც კი შემისვამს
მაშინ ღვინო და...
არ მიკრეფია ვარსკვლავები,
მაგრამ არასდროს
მე, სიყვარულის არ მეშინოდა.
მე დედაშენი მიყვარდა შვილო...
 
nukriaДата: შაბ, 21.02.2015, 02:13 | Сообщение # 35
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

შვილი...

ის ფოტო მომე,
გამოაღე ჩარჩოს კარედი...
დრო იყო როცა
შენთვის მეცალა...
თავიდან, როცა თოთო იყავ,
დაგატარებდი...
მაშინ დღე-ღამე რომ შეგეცვალა...
ტიროდი... გულზე ახუტებულს
ნიკაპს გისვამდი
თავზე... და ლექსებს
ჩაგჩურჩულებდი
გსიამოვნებდა, ყუჩდებოდი,
მკერდზე გისვამდი
გახსოვს? - მერე კი...
როგორ ვურევდი...
შენ გაგეცინა... მერე რა რომ
თოთო იყავი...
ჰო, - არასოდეს თქვა არასოდეს ...
დასაბამიდან თითო ლექსი,
თითო იგავი
ყველა ვართ...
ჰოდა უნდა გახსოვდეს.
 
nukriaДата: შაბ, 21.02.2015, 02:13 | Сообщение # 36
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

მეუღლეს...

სხეული ისე დამეჭმუჭნა,
თუნდაც გაშალო
ვერც გაგახსენებს ჩემს სიჭაბუკეს...
შენ სულს ეძებდი,
ჩემი კოშკის თეთრო ნაშალო...
ვერ ნახე... დარდი თვალებს ამუქებს...
ერთ დღეს, პატარა, სულ პატარა
ცრემლში გინახავს...
ბროლის პატარა პირამიდებად...
შენზე ფიქრებთან ჩამომჯდარი
სული ინახად...
ბავშვივით შენთან ყოფნა მინდება...

ბავშვობა...

ლამაზი იყო დედაჩემი,
მაგრამ წავიდა...
და მე უდედო ბავშვობა მერქვა...
ერთხელაც ხეზე მეც ავედი...
ერთი წამიდან
გასაფრენად... რაღაც რომ მეთქვა...
და როცა მამის შიშით სავსე
თვალებს ჩავხედე,
უცებ მივხვდი, რომ ვარ მართალი და. –
ფრთები გავშალე... თუმცა მივხვდი
რომ ვითავხედე...
მართლა ავფრინდი... სადღაც თავიდან...
მამის სულს ვფიცავ...

***

ახლა...

დღეს თითქოს ცივა... ასეთმა დღემ
კანკალი იცის...
ავზნიანივით კვნესის სახლიც და
კედლებზე ფერი, გაცრეცილი
ტყუილი ფიცის
და მარტოობა თავს რომ ახლიდა...
ლაქებს ფარავენ ფოტოები,
გამჭოლი მზერის
და ბზარებიდან ბათქაში ცვივა...
ჩიტიც თუ მოკვდა გალიაში...
რომ აღარ მღერის
დღეს თითქოს ცივა...

საშა გველესიანი


Сообщение отредактировал nukria - შაბ, 21.02.2015, 02:14
 
nukriaДата: შაბ, 21.02.2015, 02:14 | Сообщение # 37
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
//
სადა ვარ...
ვისთან ვარ...
ან რატომ უფალო..?
ამ სოდომს მაცილე,
მასმინე შენი ხმა,
ტკივილი გმხდარა
ისეთი უბრალო
ლამის მეც დავეცე
და ხორცი შევისხა.
მის სულში, სინათლის
ადგილი არ რჩება,
მის მხრებზე არ არის
ადგილი საჩვენო,
რა უყო შენგანვე
ნაჩუქარ არჩევანს
შენ იცი უფალო...
რა უნდა გაჩვენო.
სხვა ანგელოზების
შური მჭირს უფალო,
იმ გლახის, იმ გლეხის,
მათხოვრის მფარველთა,
დადიან უხინჯო
სინდისთან უვალო...
ჩემმა კი გაყიდა სული
და გახელდა.
მოყვასის ჭამა და
ზედ სისხლის მიწება
ისწავლა...
კაცობა გახადა სადაოდ,
სირცხვილის სული ვარ
და მიწა იწვება
ამ კაცს მომაცილე
უფალო საბაოთ.

საშა გველესიანი**
 
nukriaДата: შაბ, 21.02.2015, 02:14 | Сообщение # 38
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მწარე სიტყვებით
აყეფდა ტალღა...
სესხი და ვალი
ან გაქვს, ან არ გაქვს...
ფეხდაფეხ მიდის
ბილიკზე ღალღა,
რომელსაც ფრთები
დააყრევინეს.
ლოდი კი ააქვს
მაიც აღმართებს,
ვით ცრემლით სავსე
კასრი მეღვინეს,
მთვრალი სიფხიზლე
ვისაც დამართეს
და მოძმარებულ
სიზმრებს შეჰღიმებს.
გაქცეულ წამებს,
დაქცეულ მელანს,
სიტყვას ნაწამებს
აჭმევს სტრიქონებს...
შორიდან ისევ
ბავშვობა ღელავს...
წვალობს და ეძებს
ვეღარ იგონებს.
ფიქრი მოგორავს
ისევ თავდაღმა...
ისევ აღმართზე...
არ დათმობს ჩვევას
სიზიფე... სული
ამოწვა დაღმა
და მიაგორებს
მთისკენ არჩევანს.

საშა გველესიანი
 
nukriaДата: შაბ, 21.02.2015, 02:15 | Сообщение # 39
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
//
ლარნაკების ბროლი...
ყინულიან შინდის
დათენთილი ფერის
ბაგე ნამიანი...
ღილებს უხსნის ვნებით
სიქალწულეს ბინდი,
კაფე “როიალში”
მღერის ფაბიანი.
განშორების თეთრი
წერილების ხმებით,
თოლიების მესმის
შორი დატირება,
ხეივნების თაღში
კალვადოსით ვთვრები...
გააშიშვლეს ღამე
ცელქმა სატირებმა.
ჰორიზონტზე გაშლილ
ლურჯი იალქნებით
დათარეშობს ქარი
ზღვიდან მოდენილი...
და ფიქრები ნაპირს
ვეღარ მიაგნებენ
აფიშაზე რჩება
ძველი ვოდევილი.
ვზივარ... ერთხელ წასვლის
სიმარტივით შემშლი,
უკვე ისე მთვრალი,
ისე დარდიანი...
ალბათ ვიღაც ქალი
შემეშლება შენში,
კაფე “როიალში”
მღერის ფაბიანი.

საშა გველესიანი
 
nukriaДата: შაბ, 21.02.2015, 02:15 | Сообщение # 40
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
//
ქუჩაზე ჩილიმს
აბოლებს აღა,
ზღვა ღელავს ცრემლით
სავსე ლექსებად,
როგორ შესტირის
დაღლილი ტალღა
ნაპირს და უხმოდ
ეალერსება.
ხვალ იყოს, ხვალე...
დღეს არა უშავს,
ძილში დამჭრეს და
დამაქიაქეს,
სახლის წინ, აღა
აგორებს დუშაშს,
მე – საცოდავად
ვუსვამ იაქეს.
მუშტების ქნევა
ხდება გვიანი,
საწვიმარ ღრუბელს
ცრემლი ასუქებს,
ზღვის ნაპირია
ისე ქვიანი,
რომ ჰგავს სიღრმიდან
ნასროლ პასუხებს.
პორტში ღვინოს ვსვამ
მესამე შუშას,
უცხო სიზმარი
გამათრიაქებს...
აღა ჯიუტად
მიგორებს დუშაშს
და მე უღონოდ
ვუსვამ იაქეს.

საშა გველესიანი
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » საშა გველესიანი
ძებნა:

მოგესალმები Гость