საშა გველესიანი - Page 9 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » საშა გველესიანი
საშა გველესიანი
nukriaДата: ხუთ, 26.02.2015, 14:35 | Сообщение # 81
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენი ცრემლი ვარ...

იბნევა სიტყვები,
მომწყდარნი ფესვიდან,
სული კი, ნისლივით,
სიჩუმის ბოდვაა,
არ მინდა, არ მინდა,
აქ ყველა კვნესის და
ნამდვილი ტკივილი
ცოტაა... ცოტაა...
წამოდი, გზადაგზა
ჩემს ფიქრებს გიამბობ,
მზეს გასმევ, სხივებით
ნაჭედი მუჭიდან,
ძველ ფორანს შემოვრჩი,
ბებერი იაბო...
იქნება, ხანდახან,
ტკივილსაც უჭირდა.
შორ გზაზე, დაღლილი,
რამდენჯერ დავეცი,
უბელო სურვილი,
რამდენჯერ გავხედნო,
მასესხე სიცოცხლის
პატარა ნამცეცი,
რომ სიკვდილს, პირნათლად,
თვალებში ჩავხედო.
ჩრდილებმა, მზის შუქზე,
რაღაცა იციან,
გამექცა ფუნჯი და
ჩარჩოსთან ვჩერდები,
ბავშვობა, უბელო და
ურა კვიცია,
გარბის და თან მიაქვს
ნაწერი გვერდები.
გავხსენი კარი და
ჩუმად ვაღიარე,
როგორ გავს, მაცდური
სიმშვიდე, ციცაბოს,
მოგყვები ფეხდაფეხ და
მშვიდად იარე
სიცოცხლე ვეძებოთ,
სიკვდილმა იცადოს.
მოვედოთ შორ მწვერვალს,
ნისლივით სათუთად
შენს ღიმილს ვენდობი,
შენ სიტყვას და თვალებს,
ჩემს ცნობას, წლები და
მარილი რათ უნდა,
სულ ერთი ცრემლი ვარ,
მოდი და დამთვალე.

საშა გველესიანი
 
nukriaДата: ხუთ, 26.02.2015, 14:36 | Сообщение # 82
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ერთ დღეს...

მოდი და ერთ დღეს, მიატოვოს
კაცობა კაცმა,
და ყვარლის მთებმაც ვეღარ ზიდონ
მხრებით ცარგვალი,
ვიღაცამ, მძინარს, ამაწყვიტოს
გულიდან ჯვარცმა,
გაქრეს სხვიტორი, გაქრეს ჭყვიში,
გაქრეს ჩარგალი.
რომ მოხდეს, ერთ დღეს, გათენდეს და
არ დამხვდეს ჯვარი,
სვეტიცხოველი და სიონი
ჩაქრეს უკვალოდ,
ჯეჯილის ნაცვლად, უცხო თესლის
დამიხვდეს ჯარი
და სიდონიას გამოსტაცონ
კვართი... უფალო!
ერთხელაც, დილით, ზედაზენზე
მზე რომ არ დაჯდეს,
ალაზნის ველმაც არ იალოს
ციური ნათლით,
გათავდეს ცრემლი და ძარღვებში
არაგვი დაწდეს
და ჩემი სისხლი, საძებარი
გამიხდეს სანთლით.
შხამით აივსონ, სულბადაგი,
ძველი ჭურები,
შეშჭამონ ჯავრი, ძილ-ღვიძილში,
ალგეთელებმა...
მოხდება, თუკი დაიზარდნენ
მგლის წილ ტურები
და მამა-პაპის საფლავებიც
გაგვეთელება.
ცაზე, მზის ნაცვლად, დილით
მთვარე რომ ამოვიდეს,
სულ სხვა მამალი რომ შემოჯდეს
მაღლა მინარეთს
და გაზაფხულზე, კვირტი სულაც
არ გამოვიდეს,
ან რატომ უნდა აუყვავდეს
ვაზი მძინარეს.
იქნებ ბაგიდან აიბარგოს
ქართული სიტყვა,
,,ვეფხისტყაოსანს“, წამკითხველიც
რომ აღარ დარჩეს,
მოვიდეს ცეცხლი, წუნწუბა და
დაატყდეს სეტყვა,
სულ აღარავინ, აღარავინ რომ
არ გადარჩეს.
ვაი-თუ სულსაც ორი მწვლილის
დაედოს ფასი,
ვაი-თუ სისხლიც გაიაფდეს,
არც ღირდეს ჩირად,
განრისხებულმა მოიქნიოს
უფალმა თასი
და მადლი, ადრე ნაპკურები,
მოიქცეს ჭირად.
ხვალ კი ყველაზე უარესი
სიზმარი ახდეს
და გადაშენდეს თუკი ვინმე
დარჩა ერთგული,
ან იქნებ, იქნებ ყველაფერი
სულ ერთი გახდეს,
იქნებ მანამდე მეშველოს და
გასკდეს ეს გული.

საშა გველესიანი
 
nukriaДата: ხუთ, 26.02.2015, 14:36 | Сообщение # 83
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აუქციონი

შემომრჩა მიწა, ოდენი ნაბდის,
ჩემს თვალში ბეწვი, სხვაში – ქაცვია,
რა ვქნა, სიმართლე შიშველი დადის,
ტყუილს ძვირფასი ქურქი აცვია.
. . .
ჩამბერა სული, მახსოვს ინათა,
ღმერთმა მტრედივით დამსვა ტაძარზე,
თავისთან ახლოს მომცა ბინა და
ვარ ცის და მიწის გზაგასაყარზე.
უხსოვარიდან ვიცნობ ლაჟვარდებს,
სადაც არწივი ქართან ყირაობს,
სული ზეცაში შლიდა ლაღ ვარდებს,
ჩემში რაღაცას ახსოვს ირაო.
და მაინც მიწა არის მთავარი,
შიში სხეულში კედლებს აწყდება,
ჯვარია მაღლა, თავშესაფარი,
სადაც ეშმაკი სულს ვერ ასწვდება.
სხეული იქნებ მოკვდეს, დაეცეს,
ხმად დავრჩე მარტო, აქ სამყოფელი,
ჩემს საავბედოდ თვალებს აცეცებს,
გაუტანელი და ცრუ სოფელი.
ერთ ზღვასაც შეიქმს, (ბედია ავი...)
ცრემლი და სისხლი, რაც დამედინა,
ასიათასჯერ მომკვეთა თავი,
გველის ნაშობმა ჯალალედინმა..
ზეცა დაღალა სოფლის ლაციცმა,
ვარ უამური ამბის მომყოლი,
აღარც თამარი და არც კაცის ხმა,
მოსკდა ზღვასავით თათარ-მონღოლი.
რვაჯერ გადამკრა თემურმა ხმალი
და ამოსუნთქვაც არ დამაცალა,
მომიკლა ვაზი, სულის წამალი,
ძლივს გაღიმებულს, ცრემლი მასწავლა.
ბაზალეთის მზე სიკვდილს იმკიდა,
გული გასკდება, ამდენს ვერ უძლებს,
მე ამოვხევდი ბედის წიგნიდან,
სირცხვილით სავსე სისხლიან ფურცლებს.
საბედისწეროდ არეულია
ცასთან, ვალის და სესხის დავთრები,
ჩემს ნატერფალზე ეშმას უვლია
და სანამ ჩემი სისხლით დათვრება.
მოდი უფალო, (შენ მომზილე და...)
ვიდრე წილად ხვდა სული მაცილებს,
გამომიყვანე თევზი, ჯილედან,
ქვეყანას შენვე დაუნაწილე.
. . .
აჰა, საქართველოს სული და სხეული,
(ხვალ ვინმემ, იქნებ ჭიქაც წაუქციოს,)
სული მთელია და მიწა დახეული,
ვაცხადებ უცხო და უფასო აუქციონს.
თვალები საჩუქრად ყველაზე ვერაგ მტერს,
სისხლით რომ ვერ ძღება და ბილწად თავხედობს,
იქნებ იგრძნოს რამე და მიხვდეს ყველაფერს,
ჩემი თვალებით რომ ამ მიწას დახედოს.
დაჭერით ეს გული და დაუნაწილეთ,
ვინც არც კი იცის თუ რაა სამშობლო,
ასწავლეთ სითბო და სიცივეს აცილეთ
რომ არ გაიწიროს არასდროს საობლოდ.
მკლავები, _ ვინც არ იცის გემო ჩახუტების,
იმათ აჩუქეთ და მთებიც გაიხმობენ,
დედებს დაასწავლეთ, _ ვეფხვებს ჩაუხტება,
და ვეფხვის დედებთან, ჭირსაც გაიყოფენ.
სული დედამიწას კვართად გადააცვით,
მიწა განსპეტაკდეს რწმენის აღმართებად,
ჩაუსხით ბარძიმში და ბადაგივით ასვით,
ქართული სული,_ ყოფნის გამართლება.
. . .
შენს დაბრუნებას ბავშვივით ველი,
მარტო ვართ მგონი, ღმერთო მე და შენ,
როგორც სასმისი დაულეველი,
ჩუმად ვინახავ სულში ზედაშეს.
 
nukriaДата: ხუთ, 26.02.2015, 14:37 | Сообщение # 84
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თბილისი, ღამე, შენ...

დავდივარ. გეძებ. დღეს ვარჩიე მარტომ წამოს-
ვლა და შენი ქუჩაც მარტოდმარტო გამოვიარე.
კიდევ ერთი დღე, დრომ ეტლიდან ჩუმად ჩა-
მოსვა, დავდივარ. გეძებ. უშენობას ვუთვლი ია-
რებს.
მხოლოს თბილისში იცის ასე შემოღამება.
მზე მთაწმინდაზე შეყოვნდება... დღე ენანება.
ახლა კი ღამით, ქუჩა-ქუჩა, ძველი დოსტები,
ღიღინ-ღიღინით, მე და მთვარე დავბოდიალობთ.
ერთად დავთვერით, მოდი შენ და ნუ გაოცდები.
ხომ არ ჩამოხვალ? – წამოდი და ერთად ვიაროთ.
ჩაეძინება, ერთი პირი მშფოთვარე მტკვარსაც.
ეს ქუჩა მახსოვს, სადაც ჩხუბში ერთხელ გამლახეს.
ვიგონებ ბიჭებს, სიყვარულით, ცოცხლებს და მკვდარსაც.
ღამის ნიავი, მორიდებით ვარცხნის ბალახებს.
გუშინდელ დღის შუქს, მოგონებით ოდნავ და-
ბინდულს, ვიგონებ ახლა და ცრემლები უღო-
ნოდ ჩნდება. ვიხსენებ დღეებს, ღალატისგან
ასჯერ გაყიდულს... შენ მე მიმეტებ, უშენოდ კი
ფიქრი ოჩნდება.
მგონი თენდება. უცნაურად, თეთრად თენდება.
თმაგაწეწილი ქალებივით დგანან ვერხვები. გა-
დაქცეულა ანჩისხატი უკვე ვედრებად.
შენს სახლთან ვდგავარ და ცივ კედელს ჩუმად ვეხები.

საშა გველესიანი
 
nukriaДата: ხუთ, 26.02.2015, 14:38 | Сообщение # 85
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ამირანისა
მირონს გაიღებს უვალოდ,
ღრუბელთ სადედო ჯიქნები,
აქაც შენი ვარ უფალო,
იქ ხო სულ შენი ვიქნები.
. . .
ღამეა ახლა, ვიცი, უკვე არის გვიანი…
დღეს ველოდები, და მჭირდება ადამიანი.
ვიღაცის თვალი, ავბედითად ლესავს სიბნელეს,
მავანის ენა, უსაშველოდ გესლავს სიბერეს.
მარტო არა ვარ, თუმცა ჩემებს, თითებზე ვითვლი,
რაც კი გამაჩნდა, ვიღაც ცელით თავისკენ ითლის.
. . .
მოხაზირე ვარ, უსასრულო, შენი ტკივილის,
წვიმა ვარ, წვიმა, ვაზის მტევნებს ჩუმად რომ ითვლის.
ძმის სისხლი მასვი ბაზალეთო, გარნის-ფარცხისო,
ღვთით ნაჩუქარი, გამიხადეთ მიწა სასხვისო.
ვარ უთაურათ, საკუთარი თავის ჯალათი,
ღვთისსწორი შემქმნეს, მე ვეცემი ძალისძალათი.
მომხდურს და მაცილს, ხელში სისხლი სანამ ვუთვალო,
გემუდარები ნუ დამხარჯავ ასე უფალო.
ეს რა ვნახე და მოვესწარი, რომ ტყავი ვეფხის,
ღმერთო მომკალი, -- გადაიქცა ტომარად ნეხვის.
თავჩახრილ ქართველს, ხელისგულზე ეყარა ხურდა,
ჩამომსხვრეული სულივით და შუბლი უხურდა
მარტომ ვერ ვძლიე, უცხო თესლს და ათას ნაბუშარს,
მთაში მივდივარ, -- ამირანი უნდა ავუშვა.

საშა გველესიანი
 
nukriaДата: ხუთ, 26.02.2015, 14:38 | Сообщение # 86
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე ვნახე, შენი ძველი რვეული,
სადაც ბავშვობა ჰგავდა ნიაღვარს.
,,თებერვალს, როგორ ტკივა სხეული,
შემოეწიწკნათ, მარტს და იანვარს“.
უნდა გაჩვენო ჩემი ადგილი,
აქაც ცრემლია და დავიწყება,
არაა სიტყვა ასე ადვილი
და ყველაფერი სიტყვით იწყება.
გული იმიტომ ძგერს, რომ შენს სახელს,
სულ იმეორებს, ისევ და ისევ,
ღამე სიცივის თითებს შემახებს
და უშენობის ჟრუანტელს მისევს.
მინაგაბზარულ სურათს შევჩივი,
სული, შიგნიდან მშლის... და ნაწვალებს,
გაიხდის სხეულს. ძველი ფრენჩივით,
სადღაც, შორს გეძებს და დაწანწალებს.
ნათოვარ ბაღში დგანან მერხები,
ასე რომ უფრთხი, სულო საპყარო,
დავეძებ წერტილს, შენთან შეხების,
რომ ეტეოდა მთელი სამყარო.
ქარბუქი წეწავს თოვლიან ქედებს,
სიბერეს ვამხელ და შევაჩვენებ,
ნაჩუქარ საათს მივამსხვრევ კედელს,
თუმცა დროს, მაინც ვერ შევაჩერებ.
მზე დგება ლოცვად, ყვავილთა მრევლით,
ეს დღეც დარჩება სულის თავდებად,
რაღაცა, მაინც იწყება ცრემლით,
რაღაცა, მაინც ცრემლით თავდება.

საშა გველესიანი
 
nukriaДата: ხუთ, 26.02.2015, 14:39 | Сообщение # 87
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე ვნახე, შენი ძველი რვეული,
სადაც ბავშვობა ჰგავდა ნიაღვარს.
,,თებერვალს, როგორ ტკივა სხეული,
შემოეწიწკნათ, მარტს და იანვარს“.
უნდა გაჩვენო ჩემი ადგილი,
აქაც ცრემლია და დავიწყება,
არაა სიტყვა ასე ადვილი
და ყველაფერი სიტყვით იწყება.
გული იმიტომ ძგერს, რომ შენს სახელს,
სულ იმეორებს, ისევ და ისევ,
ღამე სიცივის თითებს შემახებს
და უშენობის ჟრუანტელს მისევს.
მინაგაბზარულ სურათს შევჩივი,
სული, შიგნიდან მშლის... და ნაწვალებს,
გაიხდის სხეულს. ძველი ფრენჩივით,
სადღაც, შორს გეძებს და დაწანწალებს.
ნათოვარ ბაღში დგანან მერხები,
ასე რომ უფრთხი, სულო საპყარო,
დავეძებ წერტილს, შენთან შეხების,
რომ ეტეოდა მთელი სამყარო.
ქარბუქი წეწავს თოვლიან ქედებს,
სიბერეს ვამხელ და შევაჩვენებ,
ნაჩუქარ საათს მივამსხვრევ კედელს,
თუმცა დროს, მაინც ვერ შევაჩერებ.
მზე დგება ლოცვად, ყვავილთა მრევლით,
ეს დღეც დარჩება სულის თავდებად,
რაღაცა, მაინც იწყება ცრემლით,
რაღაცა, მაინც ცრემლით თავდება.

საშა გველესიანი
 
nukriaДата: ხუთ, 26.02.2015, 14:39 | Сообщение # 88
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მიტევებული ცოდვებივით
ცვივა ფიფქები,
ხელებს ვახვედრებ სისპეტაკეს,
ცა რომ იმეტებს,
ზამთრის წისქვილში, მარცვალ-მარცვალ,
ნელა ვიფქვები
და მარტოობის ნაღვერდალში
ვაცხობ იმედებს.
თოვლზე კვალია, ალერსისგან
დაღლილი ნაბდის,
ქარებშებმული ჩამოივლის
ღამის მარხილი,
გარეთ, თოვაში, უპატრონო
ძაღლივით დადის,
გზააბნეული, მონატრების
ჩუმი ძახილი,
ფიქრი ჭრიჭინებს, ნამალევი,
სადღაც ერდოზე,
სული, ქარბუქში აწყვეტილი
თეთრი ცხენია,
მე კი დავდივარ, უმადურ კვალს ვტოვებ
თეთრ თოვლზე
და ბეღურების ერთგულების
მშურს და მრცხვენია.
შეჭირხლულ სიტყვებს, მოლოდინის
საკმეველს ვუკმევ,
თეთრი ნამქერი, ბებერ მიწას,
ნაკვთებს ურბილებს,
გეძებ და სული მარჯვობს, თორემ
სხეული უკვე,
ჩამოძენძილი ჩოხასავით
შერჩათ სურვილებს.
ვიცი ზამთარი არ წავა და
არ მომეშვება
დაღლილი გულიც, უშენობას
ძვირად დამიჯენს,
ღმერთო!- მთვრალი ვარ, უსაშველოდ,
როგორ მეშლება
ახლა ფეხი და ვეღარ ვმწყემსავ
აშლილ ნაბიჯებს.

საშა გველესიანი
 
nukriaДата: ხუთ, 26.02.2015, 14:39 | Сообщение # 89
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რა ვქნა და როგორ გადავლახო,
გზები უვალი,
რამდენ შეკითხვას დავუდექი,
კარის მსახურად,
დაცარიელდა სული, ისე,
თითქოს უფალი,
გარეთ გავიდა და კარები
გაიჯახუნა.
ან პაიკი ხარ, ან ხელმწიფე,
ანდა არავინ,
თუმცა რას ვამბობ, დრო მოვა და
ცელი იელვებს,
ცარიელ სახლში, რომ არ დასცეს
ეშმამ კარავი,
ღმერთო, როგორი მოვლა უნდა
სიცარიელეს.
დღეებს გუშინდელთ, გუშინწინდელთ,
გრიგალი ხევდა,
დღეს ნაპირს ქარგავს ტალღა, როგორც
საბნის საპირეს,
ცისკენ სავალი ზღვის ბილიკი
აკრიფა მზემ და
ჩავიდა, თითქოს დაბრუნებას
აღარც აპირებს.
ჩიტების დუმილს, შესჩვევიან
თურმე ქუჩები,
მოდი, უფალო და სიცოცხლის
ცვარი მაპკურე,
შენს განჩინებას, შემოქმედო,
არ ვეურჩები,
ვდგავარ და ხმელი წიფელივით,
შორეთს გავყურებ.
ცუდი სიზმრები, მიგონებენ,
აქეთკენ ძრწოლით,
სიცოცხლისათვის, ძარღვი ძარღვთან
უნდა შეერთდეს,
სიკვდილს სჯობს, -- ქარის წისქვილებთან
იყო მებრძოლი,
ან წიწამურთან, ან კრწანისზე
სამასმეერთე.

საშა გველესიანი
 
nukriaДата: ხუთ, 26.02.2015, 14:40 | Сообщение # 90
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქვეყანა, ფეხდაფეხ უნდა დავიარო,
თორემ ვერ შევამჩნევ დეკას, სიჩქარეში,
ცისკართან, დილის მზეს უნდა დავედარო,
გზაში დავმწიფდები როგორც ოჯალეში.
სოფელში თვალკეთილმა გოგომ გამიღიმა,
თითქოს თბილი წვიმით გავილუმპე,
ქალის მამამ, ქოფაკივით დამიღრინა,
მორჩა, მონატრებით დავიღუპე.
ბიჭბუჭებს ლახტის წრეში შევუვარდი,
კანჭი ქამრის ცემით ავიჭრელე,
მეგონა ბედისწერას შევუყვარდი,
ღამით, შენს სარკმელთან რომ ჩავიმღერე.
შავი ღვინო ვსვი, არ გამაწბილა,
მთვრალი ვებუცავე ნიშა ხარებს,
გუბეში სავსე მთვარე ჩავარდნილა და
კინაღამ ასაღებად დავიხარე.
ორღობეში, ნაფეხური მთვრალი დევის,
მარტო ნაბიჯი ღირს ერთ დიდ კაცად,
გვერდით კოხტა კვალი, მორიდების,
იქვე ციცქნა, -- მამასავით აცაბაცა.
დევს მინდვრის ყვავილები უკრეფია,
ქალი მოლოდინით გვერდით მდგადა,
პატარას, ასკინკილით ურბენია,
ციდან ღვთის მირონი ჩამომდნარა.
ქვეყანა ფეხდაფეხ უნდა დავიარო.
ციხეს, ლიბოს, ქვები დავუთვალო,
ცოლისთვის ყვავილები წავიმძღვანო
და შინ, შვილს, ხის ფარ-ხმალი გავუთალო.

საშა გველესიანი
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » საშა გველესიანი
ძებნა:

მოგესალმები Гость