ლექსები თსუ-ს ფორუმიდან - Page 11 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები თსუ-ს ფორუმიდან » ლექსები თსუ-ს ფორუმიდან
ლექსები თსუ-ს ფორუმიდან
nukriaДата: ოთხ, 11.05.2016, 20:05 | Сообщение # 101
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
„ჩამობნელდება, მტირალ წნორებს წაუვათ გული.
უკვდავებაა, სიცოცხლეზე რომ იზეიმებს.
და მესაფლავე მახინჯ მხარზე ბარგადებული
სასაფლაოზე პურის ჭამით გაისეირნებს.”
 
nukriaДата: ოთხ, 11.05.2016, 20:13 | Сообщение # 102
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ის ყოველ ღამე დაეძებდა ღვინის სარდაფებს,
და რომ გეკითხათ, პოეზიით იფუფქებოდა!
შთამომავლობა მის ცხოვრებას რას დაიჯერებს,
კაცი, რომელიც ხალხს მოსდევდა მუდამ ქვემოდან.
რა ვუყოთ მერე, თუ ექვავა უმანკოება,
რისთვის მოსისხა უგვანობით ლექსების რთველი?!
რად უჯდა კახპებს, როცა წუხდა ჩვენი დროება?
როცა სივრცეებს გაჰყმუოდა წუთისოფელი?
რაზე ფიცრავდა სხივნათელ სარკმელს?
ან რად დარდობდა უძეგლო ცხედარს?
ვისაც სიცოცხლე სიკვდილისაკენ
მიჰქონდა, როგორც უგრძნობელ მხედარს.
ვინც სულ არაფერს არ დაგიდევდა,
არც რიჟრაჟს, არც ბინდს, არც შუაღამეს,
რომ ჩამოგეგდოთ, ვინ იყო დედა?
შეეკითხეთო, – იტყოდა – ქარებს?
ის შთაგონებით არასოდეს ჩაბჟირებულა.
წარმოიდგინეთ, რომ უფრთხოდა მაღალ მთების ქედს.
სახე უგავდა სიმწიფისგან კანდაშლილ ჟოლოს,
ყელყელაობით აქლემს ჰგავდა, ვიდრე შემოქმედს.
თმებს განგებ როდი ივარცხნიდა! საწყალს ეგონა,
თუ მომაკვდავებს დაემსგავსა, დახრავს ნისლობა!
ბოლოს სარდაფის ზღურბლზე შეხმა იმის გონება
და ახითხითდა ჭორიკანა მარადისობა.



***



ერეკლე ტატიშვილს



დღეს შენს საფლავზე აღარ მოდიან
მოგვები, შუბლით რომ ჰგავდნენ ხეთებს.
შენ რომ წახვედი, ასე მგონია,
მთელი ქვეყანა თან გაიხვეტე.
კეთილი, შენ რომ ჭმუნვა გადამდე,
არცკი ვუმხელდი ბინდდარა ველებს,
და გინახავდი განთიადამდე
გულის უბეში მოგროვილ ცრემლებს.

ჩემს მარიამს



მე შენ მიყვარხარ ისე კი არა ,
ხალხმა რომ იცის,
ანდა წიგნებში როგორც წერია.
მიყვარხარ ისე, როგორც იციან
ტყის მოჭიკჭიკე ფრინველებმა.
ისე მიყვარხარ, როგორც იციან ტყის ფრინველებმა,
ისე კი არა, ხალხმა რომ იცის,
ანდა წიგნებში როგორც სწერია.
მიიყვარხარ, როგორც ღვთისმშობლის ფიცი,
შენი ცხოვრება გულის მწველია,
ისე კი არა, ხალხმა რომ იცის,
ანდა წიგნებში როგორც სწერია.

გამიშვით


გამიშვი, ქარო, იწამე ღმერთი!
მე შუაღამის მძევალი მქვია,
ხედავ, მკვდარ პოეტს რა დამემართა
და შუაღამემ სად დამითრია?
დღეს ჩემს სხეულში სუნთქვა გაქვავდა...
ძვლებზე ლექსების სარეცხი მოჩანს.
თან აფრიალებს ჩემს ლექსებს ქარი.
განთიადამდე, ნეტავ, ვინ მომკლავს?
გუნდის ხეები მომდევენ უკან,
ანთებულ სანთლებს აქრობენ გზებზე.
ბინაში კარებს აკაკუნებენ,
ღმერთო, სიცოცხლე რად მომაბეზრე!
რად დავიღუპე საქართველოში?
წყეული იყავ, დედავ ცოდვილო,
რად გამაჩინე ამ სამრევლოში,
რა მქონდა ქვეყნად სამოციქულო.
მეყასბედ ჯობდა, რომ ვგდებულიყავ,
ანდა მეარღნედ ოჩას დუქანში.
მე გრიგალების მძევლად ვიყავი
და ლექსს მაჭრიდნენ ტანზე დუქარდით.
კარს ნუ აწვები, ქარო ტიალო,
გამიშვი გარეთ, ნუ დამატყვევებ!
ქარიშხალია. გზებზე ტრიალებს
და ღრიანცელი გაუდით ტყეებს.

ფიქრებს იქით



ვიცი, სულ მალე დავიღუპები.
ღმერთი ამ ამბავს რას გაიკვირვებს.
კუბოში ავდრით გავიწუწები
და სულ არავინ არ დამიტირებს.
მიწას ნიჩბებით გადმომაყრიან,
ხალხი წუწუნით წავა შინისკენ,
ქრისტე ჩემ ახლო დაიწყებს ყიალს
და ზარს დარეკენ სივრცეებისკენ.
ზეცა ზედიზედ ჩამობნელდება
და დაანთებენ სანთლებს საყდართან.
ყურებს სიმღერა გამონელდება,
გულიც ჩაქრება ქარში თანდათან.
ლოდზე იხარებს ავდრების წუმპე,
ჩემი წარწერა ბილწი, უგონო,
მგზავრო, თუ გწამდეს ღმერთი მეუფე,
წადი, შენდობა არ გამაგონო.

ლიახვის ნაპირები
ჩემო მდინარევ, დამხვდი ბალღივით,
მე კი გესტუმრე გზების ავყია.
ჩემი მკლავურით შლილი ტალღები
შენს მდიდარ ჭავლზე ეხლაც აწყვია.
ეს ნაპირები როდისღა მცნობენ,
მეც ვეღარ ვამჩნევ სიყრმის ალაგებს,
შევყურებ ზვირთებს გაოცებული,
ვით ბრუტსაბძელას შეშლილ სარანგებს.
ლოდებს ხავსის ქვეშ შექვავებიან,
ნეტარ ბავშვობის ტანტარა წლები,
ჩემი ლექსებიც აქ ჩაქრებიან,
როგორც გარეჯის ხელნაწერები.
შურთხის ფრთებს ჰგევხარ, ჩემო ლიახვო.
ნეტავ ამ ფრთებზე მომეკლა თავი,
რომ შენს ჩანჩქერებს ჩემს ძვლების ოჩხში
ემღერა სევდა დაუღალავი,
ან აელოკა გული ნაკადულს...
სანთლების შუქზე ეფიქრა ცხედარს,
რომ ჩემი გვამი ხელის კანკალით
გორიჯვრის ძირში ჩაეფლა დედას.
საღამო მოდის. ნისლის ზედაშეს
სვამენ და დაისს მთები კენკავენ.
ჩემო ლიახვო, ალბათ მე და შენ
საქართველოდან გამოგვრეკავენ.
რა ვუყოთ მერე, ვიღაცა მგზავრი
გაჰყვება სტვენით გზნების მოლაღურს,
და შეადარებს გაკმენდილ ზარებს
მწყემსის უბეში მოკლულ სალამურს.

***



საუკუნის ნახევარზე მეტი გავიდა,
რაც დაეთრევი, ჩემო ნიკო, დედამიწაზე.
წლები გარბოდნენ, შენ კი ყველგან დაიგვიანე.
ღმერთი რა არის, ისიც თითქოს ვეღარ იწამე.
მთელი სამყარო ტორტმანობდა, კორიკაობდა.
ბრბო მიიწევდა კოშმარების ზათქით მოსილი,
დრო იცვლებოდა შეყეფებით, ცა კინკლაობდა,
ჩვენი პლანეტა ღრიალებდა სისხლში მოსვრილი.
შენ კი მწირივით მიილტვოდი მღვიმეებისკენ,
მისტერიები დაგყვებოდნენ ამორძალებად,
თვალი გეჭირა ქარებშეშლილ ღამეებისკენ,
ზეცის კალთებიც რომ დაგლიჯეს ეზოს ძაღლებმა.



შენ თავს ახლიდი დაღუპული ზარების მერქანს
და მათხოვრობდი ეზო-ეზო მარადისობას,
შენ გიძახოდა უდაბნოსკენ ცოდვილი მექა,
რომ შესწრებოდა მუსულმანთა შეთქმულ ნისლობას
ურჯულო იყავ, პოეზიამ დაგღუპა მოყმე
საკუთარ ხვრელში. ო, ვერასგზით დაისადგურე.
ო, ჩემს ცხოვრებას დე, ნურავის ნუ მოუყვებით,
ეს ნაწერები დიდი ცეცხლით გაანადგურეთ !
არ მინდა, არა, რომ იყეფონ ჩემზე მგზავრებმა,
ვიღაც მახინჯმა რომ დაიცვას დისერტაცია.
იტყვიან, ისე დაეწება ამ კარგ საწუთროს,
რომ ნაწერები საიქიოს გაუტაცია.







გეჯა


ენთე ნიადაგ საკუთარ გულში,
თან ყავარივით ხადე ვარამი,
სული ამოგხდეს სულთათანაში,
და უდაბნოში დასცე კარავი.
შიგ შეიბუდოს უდაბნოს გველმა,
შემოეხვიოს ქადაგს ზედ წელზე.
დიდხანს იტირო ბედით გვემულმა,
წუპაკი მღვდელი აგიგებს წესებს
ეს შენი გული არყის ქვაბია
და ქვეშ უნთია შენი ლექსები,
ამაზე მეტი რა გაქვავია,
აგერ მთის იქით ყვირიან გზები.
ალბათ შენს ცხედარს მიასვენებენ
და ჭირისუფლად ყმუიან მგლები.
შენ არასოდეს გაგიხსენებენ,
სისხლით დასვრილი ვერაგი წლები.
რუხ ხალიჩაზე ილოცებს ჩრდილი,
შენ რომ დატოვე ლანდების დარი,
და შენი ლექსით პირში გაჩრილი
იცეკვებს დიდხანს ნოემბრის ქარი.
იცეკვებს, სანამ სულმოუთქმელად
ღონემიხდილი არ დაეცემა.
ვიღაცა დაწერს შენზე თქმულებას
და დაგუბდება გარეთ ლექსებად.
უკეთებ ძვლებს და ქვაბი თუხთუხებს,
შიგ შენი სისხლის ზედაშე დუღს და,
ის კაცი მოვა, მოიყრის მუხლებს,
რა ვუყოთ მერე, ის როდი ქუხდა
ის დაიბადა მივარდნილ მხარეს,
იცხოვრა, მაგრამ არ სწამდა ბედი,
ის ღრუბელივით გადაიყარეს,
ის, პოეზიის უშრეტი ყბედი.
ის ჩუმად წერდა თავის რვეულებს,
ერთგულ მეგობრებს ატანდა მზითვად,
ისედაც ლექსით გადარეულებს
ეს აწვებოდათ სულ ზედმეტ ტვირთად.
მაგრამ რა ექნა იმ გულამომჯდარს,
მახლობლებს მაინც არ განდობოდა?
ეზოში იდგა კოჭლი ჭადარი,
კუთხეში ხატთან დუმდა ობობა.


 
nukriaДата: ოთხ, 11.05.2016, 20:20 | Сообщение # 103
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ორი გზა


ძველ მარგილებზე გაფენილ სარეცხს
ვიღაც მხატვარი ხარბად ხატავდა...
ეს გული იყო სხეულის სარცხი
და ყველაფერი როგორ გათავდა.
წისქვილის ახლოს დიდი ხართუთა
ხარებს აბამდა ჩაშლილ კალოში,
ხალხი ოხრობდა და ხარხარებდა,
მე კი ვდარდობდი საქართველოში.
მონასტრის კართან შეშლილ მოლოზანს
ღვინოს ასმევდა მოხუცი ბერი,
უღრან მთებს იქით გლოვობდა ზარი,
გამოქვაბულთან თვლემდა ნამქერი.
გვრიტები წნორზე უკრავდნენ ფანდურს,
მოხუცი თელა სალამურს თლიდა,
ვერხვი იცვამდა ფეხზე ფანდულებს,
ალი დალალებს ისროდა წყლიდან.
ბინდი კეცავდა ლურჯ პანაშვიდებს,
ისმოდა მტკვარის მძიმე ქლოშინი,
ქარი მართმევდა გზების სიმშვიდეს
და კვლავ ვგოდებდი საქართველოში.
მწირი მხატვარი ხატავდა პოეტს,
დნავ ნაღვლიანს, ფიქრებში ჩაფლულს,
ვისაც სიცოცხლე მოენატრება,
და შეერევა მთებს და გაზაფხულს.

ატენის სიონი

დასაბამს ქვემოთ აქ ტყე ბუდობდა
პირქუში, როგორც ამაოება.
შეხიზნებოდა მთებს ქურდებივით
გამოქვაბული და მყუდროება.
სქელი ნისლები მდორედ ხრჩოლავდნენ,
ყრუდ ჭრიალებდა ხევის ანჯამა.
ვარსკვლავნი ისე მოჩანდნენ ღამე,
თითქოს ზეცა ჩრჩილს ამოეჭამა.
უფლის ნათელი დაბარბაცებდა
გაუთენარი გზების ბოლომდე.
კერპები თვლემდნენ გაღმით ბორცვებთან,
ჟამს რომ კივილით ჩამოჰყოლოდნენ.
დრო იყო, როცა ბნელ სასუფეველს
მდინარე ტანა ჩაუდიოდა,
საიქიოდან წუთისოფელი
როგორც მამალი ისე ყიოდა.
სადღაც მღვიმეში ენთო კანდელი,
ხელში ხატები ეჭირათ ჩრდილებს.
მოციქულებს კი, გარდატნის კლდეზე
ჩასძინებოდათ აღთქმით დაღლილებს.
წარმართთა ძვლებზე იდგა ტაძარი,
ზევით ლეგენდა მიჰქონდა მთიებს,
ძირს წმინდა ნინოს ნაფეხურები
ჰგავდნენ სისხამზე მოკრეფილ იებს.
ვით უკვდავება, წყარო ანკარა
აცისკროვნებდა ირმების ფერდობს .
ქრისტემ ბავშვობა აქ გაატარა
და ღვთისმშობელი უგვიდა ეზოს.
მოსულ შეთქმულთა ნათელ ოცნებას
გუმბათის სვეტი გარს იტბორებდა,
მოხუცი ღმერთის აქ ნათქვამ ლოცვებს
სამრეკლო ღამე იმეორებდა.
სიონში მრევლის ტევა არ იყო,
გარეთ გალობდნენ მწირი ბერები.
ჯიღა ცაცხვები იდგნენ ყორესთან,
ვით ხანშესული ქალდეველები.
ჩუქურთმებს ტაძრის ბანი აეპყროთ.
ელავდა მთვარე – ქურუმთა ოდა.
მოჰქონდათ ჯვარი, ჭაღები ენთო,
და დანახვისზე ჭოტი კიოდა.

 
nukriaДата: ოთხ, 11.05.2016, 20:20 | Сообщение # 104
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გენია და სამრეკლო


შენ ელვარებდი ნაღვერდალივით,
შუქს სცემდი ღამეს და სასოებას.
რამდენი შვება მოჰქონდათ, ღმერთო,
შენს გულს, შენს ფიქრებს, შენს მყუდროებას.
სად მიგვლალავდი? ავდრების ცოდვით
კივილი ედგათ უდაბურ ველებს.
ჰო, რა ნუგეშით შემოვცქეროდით
ქაოსებს იქით გაშვერილ ხელებს.
ტყის ყვავილების სუნთქვით დაგვზარდე.
თან დედასავით გვაყრიდი ნათელს.
ისეთი გზნებით რეკდი დიდ ზარებს,
როგორც ხატისგან შეშლილი მნათე!
დავიხოცებით... დაგვსუნავს ლოდი,
გარემოც ყვითლად დაიფერება,
შორს გამოჩნდება ჭროღა სამრეკლო
და შენი ჩუმი ქვეყნიერება.

ძველი სარადაფი*



ის ყოველ ღამე დაეძებდა ტიალ სარდაფებს,
თითქოს ცისმარე დღე შფოთავდა და ითვრებოდა,
შთამომავლობა მის ცხოვრებას რას დაიჯერებს,
კაცი, რომელიც სულ ღვინოში იფუფქებოდა.
რომ მას შეეძლო პოეტური უმანკოება,
მიწას ურბენდა დედამიწის უარმყოფელი,
არ დაგიდევდა, თუ უკმეხად ედგა დროება
ან თუ სივრცეებს გაჰყმუოდა წუთისოფელი.
ვიღაც ღიღინით ჩემს საფლავზე ბალახს გათიბავს,
იტყვის, რა კრულვით დაიღუპნენ მამა და შვილი!
თან კლდის ნატეხზე მიაწერავს ოდნავ ირიბად :
“აქა მარხია ჩვენი ნიკო სამადაშვილი.



უცნაური ხელობა

გათხრილ საფლავთან მესაფლავე გაისეირნებს,
ბედუზრუნველი, მუხანათი, წირპლების რული,
კაცი, რომელიც უცქეროდა ქვეყნის სეირებს,
როგორც ჭინჭარი, როგორც ძეძვი, როგორც ველური.
ჩაგასვენებენ საძნე ურმით ფოთლებშემოყრილს,
ნიშა ხარები დაფრთხებიან მონასტრის ზევით.
ქანდაკებები ნაძვებიდან დაიყვირებენ
და კრუხებივით დაფრთხებიან ციდან მზეები
ჩამობნელდება... მტირალ წნორებს წაუვათ გული.
უკვდავებაა, სიცოცხლეზედ რომ ისეირებს...
და მესაფლავე მახინჯ მხარზე ბარგადებული
სასაფლაოზედ პურის ჭამით გაისეირნებს.
შეხვედრები დღის ბოლოს

1.

ყოველთვის გატყობ, რაღაც გაწვალებს,
გულის ალმური თვალებში დნება!
სიზმრებში ხვდები შენს სიყმაწვილეს
და, რომ იცხოვრე, ის გენანება.
სველ პანაშვიდებს სახლისკენ იხმობს,
თან გზად აწყდება ქვესკნელთ გალობას.
ხელს როცა ვიშვერთ, მკლავი გვიხმება,
რომ არ შევეხოთ წარმომავლობას.
ტუჩს ვერ გაგიხსნის ორპირი დანა!
სახე მიგიგავს კლდემიწნულ ღობეს.
თითქოს ასკილის გული დაგადეს,
უცბად მხრებს ისე შეირხევ ხოლმე.
ხშირად გამვლელებს ზვერავ ირიბად,
გაუშლელ ღიმილს ისრეს ქუდქვევით
და რომ გებუროს შავი პირბადე,
დაოსდებოდი ცრემლების ფრქვევით.
დღეს მაცხოვარი როგორ ვიწამო,
როცა ის ცეცხლი შენშიც მკვეთრია.
სად დავისვენოთ, მითხარი, ძმაო,
როცა ერეკლეც საგიჟეთია!



2.

ფლამარიონი როცა კვდებოდა,
„მიწაც გაქრება”, ასე უთქვია.
ქარი კი იტყვის: რა მტრობა გქონდათ,
ეს კაცი რაზედ დაგიფუფქიათ.



საუკუნეთა გამხმარი ტევრი
ძვლების ნამქერზე მოჰყვება ზუზუნს,
გაქვავებული იქნება მტვერში
ბავშვის თითებში გამშრალი ძუძუ.

შეშლილი ღამე ღრუბელს ჩაიწნავს,
ძაღლები სივრცეს მოედებიან,
მკვდრები დაცლიან ბნელ დედამიწას
და ქარიშხლები მიწყნარდებიან.

იქნება მაშინ წამოვდგეთ ბოდვად,
ჭკუაშემცდარი ვნახოთ ქვეყანა
და თან ვიდარდოთ: რა იქნებოდა,
ნეტავ ფასკუნჯიც·· წამოგვეყვანა.

გაცრეცილ სახეს, გადამქრალ თვალებს
სიცოცხლის მწუხრი თრთვილივით ტოვებს,
ღვინომორეულ ბიჭს შემიბრალებ
და საგიჟეთში გაცნობილ პოეტს.

დე დამიფაროს გამჩენმა ძალამ,
ბედი არ გვინდა, არც გვიძებნია.
ბინდის ქვეშ გზებზე გვივლია ხალვად
და ნისლებს შორის ჩაგვძინებია.

***



გზით დაგასვენეს სამრეკლოს ჩრდილში,
ზარების ზარი ძლივსღა გაგიშვებს.
ლაფებზე ვიღაც გაივლის დილით
და წაიკითხავს ჩვენზე აფიშებს.

იქ, როდი ვიცი, რა ეწერება,
მაგრამ ზეჰანი სტრიქონს დაასწრებს.
ორი შეშლილი ხვალ დაიწვება.
საწყლები თურმე მიწას გადასცდნენ.
მარტო სწევს კუბოს გიჟი პოეტი,
უკან ქარბუქი მიჰყვება ნელა.
მოდი, მივხედოთ, თუნდა დროებით.
სხვა არა იყოს, გზებზედაც ბნელა.

მე კი არავინ არ მიპატრონებს.
შენ შემიბრალებ, ძმაო ქარბუქო,
ძვლებს ძირს გადაყრი, გულს დაიტოვებ,
რომ სვლა როგორმე შემიმსუბუქო.

ასე ვატარებ შენს ცხედარს დიდხანს,
რა ვქნა, პოეტმა ამოგიჩემა.
იქ სად შევხვდებით მიწას ან თიხნარს,
სამყაროები შორს, შორს დაგვრჩება.

ჩვენი თვალები აქ, ღრუბლის ზევით
ჩვენ დაგვიწყებენ ძებნას სივრცეში,
მიწიდან ვიღაც აჰყვირებს გზნებით:
ისინი მოჰყვნენ დიდ განსაცდელში!
 
nukriaДата: ოთხ, 11.05.2016, 20:32 | Сообщение # 105
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ისევ ვილოცებ. იქნებ ღმერთმა მაინც მიშველოს
საღამო მოდის. ტაძრის კარი ჩუმად იღება,
სანთლების შუქი მეგებება დაღვრემილ პოეტს,
სამრეკლოს ზევით დასაქცევი ცა იღრუბლება,
ქრისტე იცინის, გარეთ გადის და მარტოს მტოვებს.
ვლოცულობ ჩემთვის და ანთებული ლექსები მომაქვს
ბრმა წმინდანებთან, როგორც ჩემი გულის ნაჯერი.
ჩემს სამშობლოში დანდობილა რად ჩამაქვავეს,
რა იქნებოდა, მეც მქონოდა ერთი საყდარი;
ძველთაგან ძველი დანგრეული კედლების სუნთქვა,
რომ წინაპრების მწუხარება ამომეწია,
რომ გორიჯვრისთვის ჩემი თავი მზვარად შემეთქვა,
რომ ჩემი სისხლი სვეტიცხოველს ამოერწყია
რა მოხდებოდა, საქართველოს ეთქვა ნუგეში,
იცით როგორი? – რომ ცაცხვის ქვეშ მეც დამესვენა,
რომ ეფართხალათ ყაყაჩოებს გულის უბეში,
რომ სამარისკენ მეც წამეღო მწყემსების სტვენა.
კაცთ მდინარება როდი მძულდა, იცოდეს ღმერთმა,
ჩემს ცხოვრებაზე მგზავრსაც კი არ დავმდურებივარ,
მე გული მტკივა, პოეზია რაზე წამართვეს,
იქნებ სჯობდა, რომ ასეთი უბედური ვარ.
გარეთ ღამეა… შიგ ტაძარში ღვიძავს ღვთისმშობელს,
აკვნის რწევა კი განუწყვეტლივ ისმის და ისმის,
მიუვალ გზებზე მგზავრებს ბინდი ემშვიდობება,
ცაზე კიდია გაწყვეტილი მერცხლების სიმი.
გინახავთ კაცი, ტაძრის ზღურბლთან ლოცვებით მთვრალი,
ყრმა მაცხოვარის ნაფეხურებს რომ გაჰყოლია?
როცა დაღლილი გზიდან ქარებს აუთრევიათ,
ზარს კი ზეცისკენ უყეფია როგორც თოლიას.
დიდი ხეები შრიალებენ. შორს იღრუბლება.
კარგა ხანია ფრინველებმაც ცა მიატოვეს.
საღამოს ველი. ტაძრის კარი ჩუმად იღება,
სანთლების შუქი წინ მეფრქვევა დაღვრემილ პოეტს.
წმინდანებს ღვიძავთ. ანთებული ლოცვები დამაქვს,
ვით ნაწვიმარი მთების ზვავი, გულის ნაქარი.
ზედმეტ სახელად პოეზიის გერი დამარქვეს,
თითქოს ჩემს მრწამსში არ ღვიოდა გუდამაყარი.
მეც მათრთოლებდა წინაპართა ძეგლების სუნთქვა,
მეც რომ მინდოდა, რომ იმათი ხვედრი მეწვნია,
რომ ეს სიცოცხლე თრიალეთში მზვარად შემეთქვა
და ჩემი სისხლი სვეტიცხოველს ამოერწყია;
რომ თვალხუჭუნას თან წამეღო მწყემსების სტვენა,
ბნელ ორღობეში ეფარფატათ ციცინათელებს,
რომ ჩემი გვამი ჩემი ხელით გადამეტანა
იქ, სადაც ძველი აკლდამები მიქნევდნენ ხელებს.
ლოცვებს აღვავლენ, ფეხაკრებით ღამეც მობრძანდა,
ღვთისმშობლის ქოხში აკვნის რწევა ისმის და ისმის,
გარეთ ცაცხვები წყაროს სვამენ თეთრი ბარძიმით
სივრცეში მოჩანს გაწყვეტილი მერცხლების სიმი.
ქართულ აგურის იატაკზე დამხობილ პოეტს,
ორტოტა ცეცხლი მეკიდება, ვატყობ, ვრინდდები.
ჩემო სამშობლოვ, ნეტა რაზე გადამემტერე?
იცოდეს ღმერთმა, რომ ცრემლებსაც კი გარიდებდი.
ისევ ვილოცებ. იქნებ ღმერთმა მაინც მიშველოს
საღამო მოდის. ტაძრის კარი ჩუმად იღება,
სანთლების შუქი მეგებება დაღვრემილ პოეტს,
სამრეკლოს ზევით დასაქცევი ცა იღრუბლება,
ქრისტე იცინის, გარეთ გადის და მარტოს მტოვებს.
ვლოცულობ ჩემთვის და ანთებული ლექსები მომაქვს
ბრმა წმინდანებთან, როგორც ჩემი გულის ნაჯერი.
ჩემს სამშობლოში დანდობილა რად ჩამაქვავეს,
რა იქნებოდა, მეც მქონოდა ერთი საყდარი;
ძველთაგან ძველი დანგრეული კედლების სუნთქვა,
რომ წინაპრების მწუხარება ამომეწია,
რომ გორიჯვრისთვის ჩემი თავი მზვარად შემეთქვა,
რომ ჩემი სისხლი სვეტიცხოველს ამოერწყია.
რა მოხდებოდა, საქართველოს ეთქვა ნუგეში,
იცით როგორი? – რომ ცაცხვის ქვეშ მეც დამესვენა,
ომ ეფართხალათ ყაყაჩოებს გულის უბეში,
რომ სამარისკენ მეც წამეღო მწყემსების სტვენა.
კაცთ მდინარება როდი მძულდა, იცოდეს ღმერთმა,
ჩემს ცხოვრებაზე მგზავრსაც კი არ დავმდურებივარ,
მე გული მტკივა, პოეზია რაზე წამართვეს,
იქნებ სჯობდა, რომ ასეთი უბედური ვარ.
გარეთ ღამეა… შიგ ტაძარში ღვიძავს ღვთისმშობელს,
აკვნის რწევა კი განუწყვეტლივ ისმის და ისმის,
იუვალ გზებზე მგზავრებს ბინდი ემშვიდობება,
ცაზე კიდია გაწყვეტილი მერცხლების სიმი.
გინახავთ კაცი, ტაძრის ზღურბლთან ლოცვებით მთვრალი,
ყრმა მაცხოვარის ნაფეხურებს რომ გაჰყოლია?
როცა დაღლილი გზიდან ქარებს აუთრევიათ,
ზარს კი ზეცისკენ უყეფია როგორც თოლიას.
დიდი ხეები შრიალებენ. შორს იღრუბლება.
კარგა ხანია ფრინველებმაც ცა მიატოვეს.
საღამოს ველი. ტაძრის კარი ჩუმად იღება,
სანთლების შუქი წინ მეფრქვევა დაღვრემილ პოეტს.
წმინდანებს ღვიძავთ. ანთებული ლოცვები დამაქვს,
ვით ნაწვიმარი მთების ზვავი, გულის ნაქარი.
ზედმეტ სახელად პოეზიის გერი დამარქვეს,
თითქოს ჩემს მრწამსში არ ღვიოდა გუდამაყარი.
მეც მათრთოლებდა წინაპართა ძეგლების სუნთქვა,
მეც რომ მინდოდა, რომ იმათი ხვედრი მეწვნია,
რომ ეს სიცოცხლე თრიალეთში მზვარად შემეთქვა
და ჩემი სისხლი სვეტიცხოველს ამოერწყია;
რომ თვალხუჭუნას თან წამეღო მწყემსების სტვენა,
ბნელ ორღობეში ეფარფატათ ციცინათელებს,
რომ ჩემი გვამი ჩემი ხელით გადამეტანა
იქ, სადაც ძველი აკლდამები მიქნევდნენ ხელებს.
ლოცვებს აღვავლენ, ფეხაკრებით ღამეც მობრძანდა,
ღვთისმშობლის ქოხში აკვნის რწევა ისმის და ისმის,
გარეთ ცაცხვები წყაროს სვამენ თეთრი ბარძიმით
სივრცეში მოჩანს გაწყვეტილი მერცხლების სიმი.
ქართულ აგურის იატაკზე დამხობილ პოეტს,
ორტოტა ცეცხლი მეკიდება, ვატყობ, ვრინდდები.
ჩემო სამშობლოვ, ნეტა რაზე გადამემტერე?
იცოდეს ღმერთმა, რომ ცრემლებსაც კი გარიდებდი. ***

 
nukriaДата: ოთხ, 11.05.2016, 20:32 | Сообщение # 106
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ილია ჭავჭავაძეს


ამოვალ, როცა დაბინდდება თბილისის ზეცა,
ამოვალ, როცა მამადავითს ღამე შებურავს,
როცა ლაჟვარდებს ვარსკვლავს იქით გადააქცევენ,
და მთაწმინდაზე დაიჩოქებს მშიერი ტურა.
მოვალ, მოვიყრი მუხლებს შენ წინ, დიდო მგოსანო,
ნოტიო კლდეზე ქართვლის დედის ცრემლი იელვებს.
ღამე გაჯდება სივრცეებში უდაბნოსავით,
შენი ცხედარი ქართლის შუქზე გაახელს თვალებს.
შემოფრინდება ალვის ხეზე ლექსების გუნდი,
მათი ჟივჟივი დააბუჟბუჟებს ყამირ მიწას, პოეტის გლოვას.
ათასი წლების მდუმარება დაგვიბრუნდება,
გულის უბეში შენ დარჩები შთამომავლობას.
როგორ შერისხავს სათნოებას თუნდ საუკუნე,
რომ მოინდომოს შენი ბედის უმადურება?
რას აყვავდება შენს მიწაზე ძეძვი, კუნელი
ან რას მიგწვდება ცის პირქუში უდაბურება?
ვის შეუძლია წიწამურზე დაქცეულ სისხლთან,
არ აღავლინოს შენ ლოცვა და მწუხარება.
ო, ეხლაც ახსოვთ შენი სუნთქვა ყვარლის ხეხილებს,
ლექსების ლოკვა რომ იცოდნენ ნიშა ხარებმა.

 
nukriaДата: ოთხ, 11.05.2016, 20:32 | Сообщение # 107
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline


ჩემი სოფელი



გავხედავ ხვართქლანარევ ორღობეს,
ღელეთა მწუხრში ჩახვეულ ლანდებს,
მთის წვერეობთან მიხვეტილ ღრუბლებს
და ხიდის ყურზე წარმაგ ნალბანდებს.
ტოტის დაწყვეტა, ტანა ნარიყი –
როცა ვიგონებ, ფათფათი მჭვალავს,
როგორც თვისტომი, ისე ვუყვარდი
გვრიტების ფრთებით მოჭედილ ჭალას.
როგორ მინდოდა იქ მოვმკვდარიყავ,
დურდღლო სიცოცხლე კი ქარს წაეღო.
ქვებივით დამრჩა გულის სიყარზე
ჭადრების ბინდი, კაკლების წენგო.
უძრავი ტახტი, წალო, ზანდუკი,
ფერისცვალება, საფლავზე ხილი,
ამბრიანთ ოჩას დუქნის დუდუკი
და გალავანთან ჭრაქებით ლხინი.
პირველი თრთოლვა, როგორც შარბათი,
ეტიდან ეტში იების გუბე,
დილით თივის ქვეშ სველი ბარათი:
„რად მწერდი ლექსებს, რად დაიღუპე
აქ ბარბარუკა, იქ ნიშხა-ნიშხა,
კერნაკის ვაკე, რუხი მინდორი.
მთებზე ზოზინი სოფლის ნახირის,
მდინარის გაღმა ვეება ქორი.
ჩიტების როკვა ბოკრო საბძელთან,
მკათათვის ფუნჯით ნახატი წლები,
ხან რუს ჩხრიალზე ღამე ნაძვებთან,
ციცინათელას შუქის წვეთები.
ჭოტის ქოქოლა ჩვენს ცაცხვის თავზე,
ჭრაქის კიაფი, საქონლის ფშვინვა,
კერძით გასვრილი ჯამი თაროზე
და ძველი სახლი წისქვილის წინა.
წარსულს ჩამორჩი წარსულის ფერფლი,
მტკვარი გინებით სადმე გამრიყავს.
როგორ მიყვარდა ჩემი სოფელი,
როგორ მინდოდა იქ მოვმკვდარიყავ. მოკრძალებით
ჩემი სამშობლო ამრეზილი თვალით მიყურებს,
რა ვუყო, მოვწყდი, ვეღარ ვთიბავ მინდორში ბალახს,
სულაც არ ვდარდობ, რომელ ხრამში ჩამაყუდებენ,
სანამ ღვინოში შევაკვდები ვიღაცა ჯაგლაგს.
ვიცი, რომ ვგევარ უღრან ღამეს ვარსკვლავდამარცვლილს,
იმასაც ვხედავ, ეს ცხოვრება როგორ შემაშრა,
ვინ დამინანებს, ვინ აიღებს ხელში საცეცხლურს,
მე ვინ ჩამატანს ამ სივრცეთა ტვალუწვდენ შარას.
ნეტავ იცოდე, საქართველოვ, როგორ მიყვარდი,
როგორ ვკოცნიდი შენს ნაწვიმარ ვარდებს, გვირილებს,
შენ კი გულიდან ნეტავ რაზე ამოგივარდი,
ნუთუ ოდესმე არ მიხედავ ჩემს შვილიშვილებს. ***
გაივლის დრო და დიდი ხნის მერე
იტყვიან: - ნიკო გვეწვია,
შემოეხვევა ცის უწვდენ მერქანს
ჩემი ცხოვრება და პოეზია.

 
nukriaДата: ოთხ, 11.05.2016, 21:10 | Сообщение # 108
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე თქვენ მიყვარხართ. ეს აღსარება
მაქვს თვრამეტი წლის გადანახული!
მე ბინდს ვეკუთვნი, თქვენ-ბრწყინვალებას,
მე ზამთარი ვარ, თქვენ-გაზაფხული.

ჩემს საფეთქლებზე, ვით სამარეზე,
აყვავდა თეთრი იასამანი
და ჩრდილი მისი, მალე, თვალებზე
დამეფინება, როგორც საბანი.

გაფერმკრთალდება მზე ძვირფას დღეთა.
მწუხრის წვიმები დამასველებენ...
აჰა, გორაზე, მე უკვე ვხედავ
ჩემს უკანასკნელ განსასვენებელს.

მაგრამ, თუ თქვენი ნაზი ამბორი
გამაცილებდა სევდით გალეშილს,
ბედნიერებას ნაზიარები
ჩავაბიჯებდი ცივ სამარეში!
 
nukriaДата: ოთხ, 11.05.2016, 21:16 | Сообщение # 109
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე მხატვარი ვარ და თითო მოსმით
ძალმიძს რომ შევქმნა სახეთა ჯარი,
მაგრამ როდესაც შენ გამოჩნდები,
მათ ყველას ერთად წარიღებს ქარი.
ათასი სახე შევქმენი სრული,
ვნებით აღვანთე, შთავბერე სული,
მაგრამ გამოჩნდი და ყველა ერთად
მწვავე ცეცხლს მივეც და ხელი ვკარი.
მერიქიფე ხარ, მთვრალი და ლაღი,
თუ ჩემი ტრობის გულს გიწვავს დაღი,
ან იქნებ ის ხარ, ვინც დამინგრია
ქვითკირნაგები სასახლე მყარი.
თვით ჩემი სული, ვით ვთქვა ენითა,
დაიღვარა და შენ შეგენივთა,
ჩემს სულს შენ მიეც შენებრი ფშვინვა
ალერსით ასე მიტომ ვარ მკვდარი.
შენს ფერხთ ვარდნილი ამ სისხლის წვეთი
ღაღადებს: ქვეყნად რაღა მსურს მეტი,
მე შენი ტრფობის ფერი დამედო
და შენი ვნების მიბერავს ქარი.
ვარ წყლის და თიხის უშნო შენობა,
გულს მინგრევს სევდა და უშენობა,
ან შინ მეწვიე, ან მომიხდება
დავთმო ეს ჩემმი სახლი და კარი.
 
nukriaДата: ოთხ, 11.05.2016, 21:40 | Сообщение # 110
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თვალებს ვხუჭავ და ჩუმად კვდება სამყარო წამსვე,
მერე ვხსნი ხუფებს თვალისას და ცოცხლდება ისევ,
(გამოგიგონე მე თვითონვე _ მგონია ასე.)

ფერად-ფერადი ვარსკვლავები ცეკვავენ ცაზე,
სიბნელე ჩემკენ მოიწევს და ყველაფერს მივსებს,
თვალებს ვხუჭავ და ჩუმად კვდება სამყარო წამსვე.

მსურდა, ჯადოთი შეგეკარი საწოლში, სავსეს
ნატვრით, მთვარით და სიმღერებით, გეკოცნა შეშლილს,
(გამოგიგონე მე თვითონვე _ მგონია ასე.)

დავკარგე ღმერთი, ჯოჯოხეთის ალიც კი, ნავსი,
ქრება, მტოვებენ სერაფიმიც, მსტოვარიც ეშმის,
თვალებს ვხუჭავ და ჩუმად კვდება სამყარო წამსვე.

ფიქრში გხედავდი მხოლოდ ჩემკენ მომავალ გზაზე,
თუმცა ვიზრდები და ვივიწყებ შენს სახელს ახლა,
(გამოგიგონე მე თვითონვე _ მგონია ასე).

მიჯობდა, ჩიტებს გავყოლოდი ქუხილის ხმაზე,
გაზაფხულზე ხომ ბრუნდებიან, მფრინავნი მაღლა,
თვალებს ვხუჭავ და ჩუმად კვდება სამყარო წამსვე,
(გამოგიგონე მე თვითონვე _ მგონია ასე).
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები თსუ-ს ფორუმიდან » ლექსები თსუ-ს ფორუმიდან
ძებნა:

მოგესალმები Гость