ლექსები თსუ-ს ფორუმიდან - Page 9 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები თსუ-ს ფორუმიდან » ლექსები თსუ-ს ფორუმიდან
ლექსები თსუ-ს ფორუმიდან
nukriaДата: ოთხ, 11.05.2016, 13:40 | Сообщение # 81
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მეც გამოგყვები შენს გვირგვინებს ბინდების ფითრი,
გასწვრივ ზარები სივრცეებში ჩაახველებენ,
ლოდების ბღავილს მთების ზათქი ჩააფრინდება,
ჩემი ლექსები შენს უბეში იფართხალებენ.

ლექსებს ჩაგატან... აბა, მეტი რა მაქვავია,
ოხრად დაგრჩება ერთადერთი შენი პოეტი.
ჩვენ ხომ გვხიბლავდა ქარვისფერი ლოცვების სვია,
და ფანჯრებიდან შემოჭრილი სუროს რტოები.

გახსოვს, ქარი რომ ბურტყუნებდა დედის ბალადას?..
ხან კი მწირივით ყაყანებდა ხნიერ ცაცხვებზედ?!..
ხელში მთაწმინდას რო ეჭირა ტატო ბალღივით,
და, ღვთისმშობელი გაბუტული ჩვენს სიცოცხლეზე?..

თუმცა რათ გვინდა, ყველაფერი რომ გავიხსენოთ,
ან ნუკრებივით ძუძუ ვწოვოთ შუქნარა ჩანჩქერებს,
ერთიღა დამრჩა... შენს ცრემლების ქვეშ დავისვენო,
დახევებული სიყმაწვილე შამბებმა შთანთქეს.

ბარბაცით მოვალ მეც ოდესმე შენს სამარესთან,
ლოდები მიწას გადასწევენ, რომ დაგინახო,
და იცი, რისა მეშინიან?.. მჭვალავს, ღმერთმანი,
ბალდახინებმა ხელმეორედ არ დაგიძახონ!

მე გაგასვენებ ჩემი მხრებით, რომ დავბრუნდები,
ღვინის სარდაფთან დანდობილას ჩამაძაღლებენ,
შენს მკერდში ისევ გავიკეთებ ფიქრის საბუდარს,
ჩემი ლექსები შენს კუბოში იფართხალებენ.

შენს შემკრთალ ძეგლთან მესაფლავე აიტუზება,
ცარიელ გზებზე შეაჩერებს მორბენალ თვალებს,
დაუშენს წვიმა, წვივებამდე გაიწუწება,
ის კი გზებისკენ ცქერას მაინც არ გაათავებს.
 
nukriaДата: ოთხ, 11.05.2016, 13:40 | Сообщение # 82
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე შენ მიყვარხარ ისე კი არა,
ხალხმა რო იცის,
ანდა წიგნებში როგორც სწერია,
მიყვარხარ ისე, როგორც იციან
ტყის მოჭიკჭიკე ცის ფრინველება.

ისე მიყვარხარ
როგორც იციან ტყის ფრინველებმა,
ისე კი არა, ხალხმა რო იცის,
ანდა წიგნებში როგორც სწერია.

მიყვარხარ, როგორც ღვთისმშობლის ფიცი,
შენი ცხოვრება გულის მწველია,
ისე კი არა, ხალხმა რო იცის,
ანდა წიგნებში როგორც სწერია.
 
nukriaДата: ოთხ, 11.05.2016, 14:31 | Сообщение # 83
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დამათენდება ნამთვრალევ პოეტს,
ჩიტები მოვლენ ჩემს ფანჯარასთან,
მეტყვიან, შენთვის ბინა ვიპოვე,
წამო, კეთილო, ვინ გაგაჯავრა...

მე კი... ხვალ ღამით, ჩავუხვევ სარდაფს,
მთვრლას... ბედთან რაღას დამაღვიძლებენ,
ჩამეძინება, და ჭოჭში, სადღაც,
კვლავ ბეღურები გამაღვიძებენ.
 
nukriaДата: ოთხ, 11.05.2016, 15:19 | Сообщение # 84
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სიფრიფანა ქაღალდის ნაწერს ეწერა: ბიჭო,
როგორა ცხოვრობ, ხმა გამეცი, გამაგებინე?
ვინ იცის, კიდევ წუთისოფლის გაღმა ჭორაობ,
და ბნელ სარდაფში იხსნი ხოლმე საკინძის ღილებს.
ძმაო, ეგ დარდი ჩაგიწყალებს თვალების გუგებს,
ნუღარ იხრუკავ ისეც დამწვარ სახის ზედაპირს,
თორემ, იცოდე, ხალხს დარჩები გაუგებარი,
ჩამორჩენილი საუკუნის თვალუწვდენ ნახირს.
საყდრის ნანგრევთან იბღავლებენ შენი ლოცვები,
შენს შესანდობარს მათხოვრები ღრეჭით დალევენ,
ჩაგაძაღლებენ ალბათ სადმე ხრიოკ ბორცვებთან,
ლექსის ფარაონს ჯიბგირობას დაგაბრალებენ.
რა ღვთის წყრომაა, ბალდახინებს წინ რომ მიუძღვი
სულ წირპლიანი დიაცივით რომ იცრემლები.
ხმა ჩაიწყვიტე, ნუთუ დარდით ვეღარ გაძეხი?
თორემ, იცოდე, საცოდავად დაიფერფლები.
 
nukriaДата: ოთხ, 11.05.2016, 16:09 | Сообщение # 85
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნუ დამაყვედრი დაუსტამბავ ლექსების ნაყარს,
ნუ დამყვედრი.
ხომ იცი, რიდი იყო ჩემი გუდამაყარი.
ალალი ხვედრი.
შენც ხომ გქონდა ყაჭის ბანდივით,
რაღაც ელდა შემონახული?
და ზედ ეფარა, შეხერეზადას ხილაბანდივით,
მძლე სიხარული.
დაშლილი ტივი.
ხომ გინახავს ტალღების ქერზე.
ორთაყვირების თავჩაქინდვრა და სინანული,
მოწყენილ მზეზე,
როგორც ტირიფი?
აი, ის მიყვარდა...
და მერე როგორ!
კეთილი გოგო.
მოწყვეტილი ქარების ტაში.
საკია-მუნის შეშლილი სტვენა.
ხნიერ ღრუბლების დიდი ნახირი... ელვის ტაატში.
ჭანდრების ჭავლზე ქარის გაფრენა.
ჭალის ძახილი.
და, იცი კიდევ რა მხიბლავდა?
სიზმრების ნიშზე ანთებული მგზავრის ფარანი...
წარმავლობის ოხერ მარანთან,
ნაირ ფიქრების მწველი ჭრიჭინი,
დარდების ჭილი,
განვდების ზვარი...
ეს იყო, ესა, ჩემის ბალადა,
ჩემი გულის ხუროთმოძღვარი.
ზამთრის პირზე შუაღამისას,
ბუხრის ჩიჩინი:
,,სიცოცხლეს ნატავ რასა ბლანდავ ნაფეხურებით”...
ლექსები ტანში ფართხალებდნენ, ვით ბეღურები.
პოეზია იყო ვერაგი ჭირი,
რო შემეყარა მე ბალღობისას.
ჩემი ფუტურო ძვლების მერქანში
სუსხიან ავდრებს შეთქმულივით უთენებიათ.
ამ დროს, ვიღაც ხრჩოლავდა ქარში.
აქ ცრემლისფერი ამინდებია.
ხო და, იმას გიყვებოდი:
ნუ დამაყვედრი სტრიქონების უიღბლო ნაყარს...
ნუგეშის ქირდვა, მეგობარო, ცოდოა, ცოდო.
დღეთა ჭერებზე ყრმობა მაინც
მარად ყვაოდა.
ჩემი საყდარი თვით ალიონზეც
ზარს არ რეკდა, იცოდე გოგო!
სახეს ჩააკვდა უნდობლობა ყველა უნდობის...
მკერდის ქვეშვცხოვრობ განაბული, ჯანყი მერევა.
შემში ფასკუნჯის ცხედარი ბუდობს,
არ ნახული ბედნიერება.
ის იყო, ისა, მარადისობის ყელმოღერება,
ლაჟვარდების უსურვაზებში
მივარდნილი ქვეყნიერება;
დაუსაბამო, ულეველ გზებზე
ატეხილი მშვენიერება...
მარტო არ უნდა გაგვეშვა, გოგო,
ცოდოა, ცოდო,
ერთად ერთი ბედნიერება....................
 
nukriaДата: ოთხ, 11.05.2016, 16:09 | Сообщение # 86
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემ საკუთარ ჩრდილს წამოვისხამ ზამთრის ღამეში,
გამოვალ გარეთ, მყინვარები ლოცვებს მომთხოვენ.
ქარი ამიხსნის: რას ყვირიან აქ სამარეში,
გიჟი ღმერთები დასევიან საწყალ ბეთჰოვენს.

გავუხვევ სადღაც, ამერევა გზა და გონება.
გული გადმოღვრის თვალებიდან სისხლის სქელ ლავებს.
არსად არასდროს მე არავინ არ მეყოლება,
და ჩემ მკვდარ სხეულს ჩემი ხელით დავასაფლავებ.
 
nukriaДата: ოთხ, 11.05.2016, 16:09 | Сообщение # 87
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ღამე ჩემს გულში ბეღურებს სძინავთ
მხოლოდ ჩიტები მეგუებიან
ვდგევარ მარტოკა,ჩემი ნაძვები
მიქნევენ ტოტებს და ბრუნდებიან.

სადღაც,სივრცეში ვიღაცას ღვიძავს
ის შემკრთალია უსაზღვროებით
პლანეტებს უკან ქარბუქი მღერის
დასაბამიდან,სულ გამუდმებით.
 
nukriaДата: ოთხ, 11.05.2016, 16:16 | Сообщение # 88
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბალღი ვიყავი, ვკითხულობდი „მერის”ფრაგმენტებს.
ურმით მოგქონდა პოეზიით გავსილი ჭური,
ხან კი გხედავდი, ამორძალთა სისხლიან ტუჩებს
ეწაფებოდი რაინდივით თვალდახუჭული.
მათრახგადაკრულ ცხენებს სადღაც მიაქროლებდი,
ტანზე გეხურა წამებული ქრისტეს ჩარსავი,
ბაღს იქით მძიმედ ხმაურობდა შენი ლექსები,
ქვეყანა იდგა და გწყევლიდა უდაბნოსავით.
ეგ გული წუხდა ვით სამრეკლო ცის უდაბნოში.
რას გააწყობდი, ირგვლივ იდგა სიბნელის თქეში,
საშველი არ არს! – მსხვილ ცრემლებით იმდუღრებოდი
და „არტისტული ყვავილები” გეჭირა ხელში.
შენ „არტისტული ყვავილები” გეჭირა ხელში,
მე კი სოფელში ტლუ ბიჭივით ვუდექი ხბორებს.
ეზიდებოდი ლექსის მტევნებს პოეზიის დიდ საწნახელში.
 
nukriaДата: ოთხ, 11.05.2016, 16:24 | Сообщение # 89
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
იყრუებული ქუჩებით მიხვალ,

გაურკვეველი ფიქრები გფლობენ.

რატომღაც იწვი და გიხარია,

რომ მეგობრებიც არ გკითხულობენ.



შენ წერდი წიგნებს და სტრიქონები

გულის გეჯიდან იყო ნახადი.

შენ გიზიდავდა ტირიფონაზე

ბალახზე მწყემსის ჩრდილის ნახატი.

 
nukriaДата: ოთხ, 11.05.2016, 16:30 | Сообщение # 90
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქვეყნიერებას უცქეროდი ათასნაირად,
წარმართ თვალებზე ქრისტეს წყევლა გქონდა აკრული,
მთვარე დაისით გაგითბია როგორც დაირა
და ანგელოზებს ულანძღიხარ მუხლებდაზრული. ვრცელ გეთსიმანის ბაღში დიდხანს ტრუბადურობდი,
ღმერთების ჯოგი გოლგოთაზე გელანდებოდა.
დასწყევლოს ჭირმა, რაღა ნისლებს დაუმეგობრდი,
თუ არ იცოდი, სად ინათლა, სად ბნელდებოდა?
რა საოცარი იყო შენი მარადისობაც:
დევნილ სიცოცხლეს ბნელ სიზმრების ჯანყი მალავდა,
დრო საუკუნის ჯახაჯუხში ჩაისრისება
და ეგ ცხოვრებაც მოთავდება, როგორც ბალადა.
ძლივს დარწმუნდები, რომ შენ ჯვარცმაც კი არ გწყალობდა;
ბედს ნუღარ ერჩი, თუ ლოდებმა ამოიოხრეს.
იტყვიან: ნეტავ დაგენახათ, როგორ წვალობდა,
სანამ დარდებმა საცოდავი სულ არ გამოხრეს.
ეხლა დადიხარ და ხეებსაც კი ერიდები,
ხან არც კი გინდა, რომ ბინაში შემოგყვეს ჩრდილი.
ცოტა ხანს კიდევ..... იმის მერე, რომ დაბერდები,
ეგ თავის ქალა კლდეს ექნება პირში გაჩრილი.
და შენს ხერხემალს სალამურად გამოიყენებს
არმაზის კერპი ან ქარების ტიალი დოღი,
სანამ გრიგალებს შენს ძვლებს კვერთხით დააყრევინებს,
გოლგოთის მთიდან მორეკილი ღმერთების ჯოგი.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები თსუ-ს ფორუმიდან » ლექსები თსუ-ს ფორუმიდან
ძებნა:

მოგესალმები Гость