ლექსები თსუ-ს ფორუმიდან - Page 20 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები თსუ-ს ფორუმიდან » ლექსები თსუ-ს ფორუმიდან
ლექსები თსუ-ს ფორუმიდან
nukriaДата: პარ, 13.05.2016, 01:19 | Сообщение # 191
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მეც ხომ მიყვარდა; და მეც მართობდა
ცხოვრება. ძვლებს კი მიწა ეხვევა.
მიდი ამავსე! -შენი დათრობა,
ჯობია მატლის ტუჩის შეხებას.
 
nukriaДата: პარ, 13.05.2016, 01:20 | Сообщение # 192
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნუ შეშინდები მკვდარი ძვლისაგან!
სულმა დამტოვა:- სიცოცხლე მორჩა.
თუმც განსხვავებით ცოცოხლებისაგან,
სისულელეებს მე აღარ ვროშავ.

მეც ხომ მიყვარდა; და მეც მართობდა
ცხოვრება. ძვლებს კი მიწა ეხვევა.
მიდი ამავსე! -შენი დათრობა,
ჯობია მატლის ტუჩის შეხებას.

ჯობია ვაზის ნაჟურით გავსონ,
ვიდრე ჭიების იყო საჭმელი;
ჯობია ისევ სასმისს გამსგავსონ;
დალიონ შენით ღმერთის სასმელი.

და სადაც ერთ დროს ბრწყინავდა ტვინი,
რომ ყოფილიყო სხვებისთვის მარგი,
სიცარიელე დარჩა და ღვინით
შეივსოს, ნუთუ, არ არის კარგი.

მიდი დალიე, ვიდრე ეს ძალგიძს
თორემ როდესმე ვინმე გარდაცვლილს
გიპოვის შენაც; დაგირღვევს წყნარ ძილს;
ერთ დღეს სუფრაზე გიხილავ დაცლილს.

რა ხეირი გვაქვს თავებისაგან,
ვიდრე ცოცხლები დავდივართ ქვეყნად?
ხოლო დახსნილნი მატლებისაგან,
გამოდგებიან უთუოდ მეტად.
 
nukriaДата: პარ, 13.05.2016, 01:20 | Сообщение # 193
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რაა დიდება,ვინ არის დიდი,
ზოგმა დაფნაც კი მდაბლად ატარა,
ზოგი ვინმე კი დიდია მითი,
რომ მეტისმეტსდ არის პატარა!

ვიკტორ ჰიუგო
 
nukriaДата: პარ, 13.05.2016, 01:22 | Сообщение # 194
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რაც უნდა ვიყო მართლა მორჩილი,
ერთი ხმა მეც მაქვს - მომეცით სიტყვა;
არ მინდა ვიყო მე მონოზანი,
თუ მოგონება სირცხვილით მირტყამს.
ჩემო ტფილისო, როცა ვიგონებ,
რომ გალეწიეს ბავშვების კალო,
მეც მინდა ტანჯვა გავიზიარო,
მეც მინდა ცემით რომ დავიღალო.
მსურს სიკვდილამდე რომ ვინმემ მირტყას,
ჩემი საწილო მომეცით სიტყვა!...
სულ რაღაც ათი გავიდა წელი,
სულ რამდენჯერმე მობრუნდა მთვარე
რაც დასტიროდა მტკვარს ალექსანდრე
და მთებს შამილის სული მშფოთვარე.
ვიღაცა დადის ხმალამოწვდილი,
ვიღაც დაჰყეფავს ცოფით დარიალს.
კელაპტარივით დგას მთა მყინვარის,
მტკვარი ქაჯების ისმენს დაირას.
ვიცი, არ მაქვს ხმა მრისხანე ლომის,
ვიცი, არ მაქვს ხმა მწივან არწივის,
დასაკლავ ხბოს ხმით მინდა ვიბღავლო,
რომ ეშაფოტზე მეც დამარწიეს.
და ხდება სული აღა-მაჰმად-ხანს,
ტფილისს რომ სცემდა მრისხანე ტორებს
მეც გამაყოლეთ კრწანისის გმირებს,
მარაბდის ვაჟკაც გლადიატორებს.
რა შეედრება პოეტის სახელს?
გმირის სახელი უფრო მეტია,
მიყვარს ქართული მიწა მართალი
რაც ვაჟკაცებით მინახვეტია...
ამ საშინელ და უიღბლო ღამეს
მე მრჩება მხოლოდ ერთი ანდერძი:
რომ არ ამოშრეს ხალხში ნაღველი
ბატონიშვილის ალექსანდრესი.
და როგორც ერთი ურჩი მჲურიდი,
ვფიცავ საყვარელ ვაჟკაცთა წვერებს,
შამილის ფაფარს და თეთრ ჭაღარას,
ალექსანდრეს წვერს დროშათ ნაკერებს,
რომ მე დავტოვებ პოეტის სახელს,
თუ ვაჟკაცობას შენთვის ვერ ვამხელ...
 
nukriaДата: პარ, 13.05.2016, 01:25 | Сообщение # 195
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მატრიოშკები
დათო ყანჩაშვილი

ჩემში შენ,
შენში ბავშვი,
ბავშვში მარტივი სამყარო.

მარტივ სამყაროში
უშნოდ დახატული სახლები,
სახლებში ადამიანები,
ადამიანებში
გრძნობები და შეგრძნებები,
შეგრძნებებში და გრძნობებში
სხვა ადამიანები.
სხვა ადამიანებში ერთმანეთი და
ბავშვები.
ბავშვებში დიდები,
დიდებში მოხუცები,
მოხუცებში მკვდრები,
მკვდრებში
მოხუცები,
მოხუცებში დიდები,
დიდებში ბავშვები.
ბავშვებში მარტივი სამყარო
და უშნოდ დახატული სახლები.

მე და შენ რთულ სამყაროში,
რთული შეგრძნებებით.
ბავშვიც რთულ სამყაროში,
რომელიც ჯერ ემარტივება,
რომელიც მეც მემარტივებოდა, შენც,
დიდებსაც,
მოხუცებსაც,
მკვდრებსაც,
სანამ გადიდდებოდდნენ,
დაბერდებოდნენ,
მოკვდებოდნენ.

მატრიოშკები -
ერთმანეთში ჩალაგებული
მატრიოშკები.
უსასრულოდ,
გაუთავებლად
ჩალაგებული.
რაც უფრო მალე გახსნი
მით უფრო მეტი იქნება.
რაც უფრო ნელა,
მით უფრო მეტი დაგრჩება გასახსნელი.
უკანასკნელს ვერ მოესწრები.
ვერც ისე გადიდდები,
რომ პირველი მატრიოშკა იყო
და ვერც ისე დაპატარავდები,
რომ უკანასკნელი.
სხვადასხვა დროს სხვადასხვა ზომის იქნები
და სხვა ზომების გემოვნებას ვერ აითვისებ.

მოდი ჩავლაგდეთ ერთმანეთში.
ძალიან ავირიეთ
და ვეღარ ვხვდები ახლა რა ზომის ვარ.
გარშემო უშნოდ დახატული სახლები
და რთული სამყაროა.

მატრიოშკების სამყარო.
 
nukriaДата: პარ, 13.05.2016, 01:25 | Сообщение # 196
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მორფი

მოდი, გავექცეთ
როგორმე
ცხოვრებისეულ
კორიდებს!
მოდი, გავფრინდეთ
ზღაპარებში -
გავცდეთ ცებს,
გავცდეთ ორბიტებს...
გადავაქარდეთ
ლივლივით
იფნებს, არყებს
და კოპიტებს...
განახებ,
ელფებს განახებ,
გნომებს განახებ,
ხობიტებს...
გადაამტვრიე თავები
მორფინის
ჰიდროქლორიდებს
და მოდი,
მოდი, გავფრინდეთ -
გავცდეთ ცებს,
გავცდეთ ორბიტებს...
 
nukriaДата: პარ, 13.05.2016, 01:26 | Сообщение # 197
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ერთი ვერსიც არ მივლია, -
ვკეცე შორი გზები, -
შენზე რომ არ მეოცნებოს,
შენს თავს გეფიცები.

გზას გზა ცვლიდა, შარას - შარა
და მათ კიდევ სხვები,
ყველა შენსკენ მოილტვოდა,
შენს თავს გეფიცები.

გავიარე ვაკეები,
გადავლახე მთები,
შენზე ფიქრი სულ თან მდევდა,
შენს თავს გეფიცები.

გადავსერე უდაბნონი,
გადავცურე ზღვები,
მირაჟებშიც შენ გხედავდი,
შენს თავს გეფიცები.

ერთი ღამეც არ გასულა, -
უკან მომრჩა წლები, -
შენ რომ არ მომნატრებოდე,
შენს თავს გეფიცები.

ვიჩოქები შენს ფეხებთნ,
კი არა და... ვწვები!
მე უშენოდ ვერ ვიცოცხლებ,
შენს თავს გეფიცები
 
nukriaДата: პარ, 13.05.2016, 01:26 | Сообщение # 198
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ფანჯრის რაფაზე ვკითხულობ წვიმას,
შენ კი ლოგინში ბავშვივით გძინავს.
მინდა სიზმრების ვიგრძნო სივრცე, რომ
წვიმა ლექსებად გადმოგიწერო!''
 
nukriaДата: პარ, 13.05.2016, 01:27 | Сообщение # 199
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
,,...ბოლოს და ბოლოს, ერთი აქვს ბოლო
ლომსა და თინუსს, ნაძვსა და ღოლოს.
სიყვარულისთვის, კარგო ჩვენ მხოლოდ,
სივარულისთვის გავჩნდით და ვცხოვრობთ!...''
 
nukriaДата: პარ, 13.05.2016, 01:27 | Сообщение # 200
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ძალზე შორს იყავ საბოლოოდ რომ გამიღიმე...
მე შემოგხედე...
ჩავიკეცე...
დიდხანს ვიტირე...
მერე ავდექი,მაგრამ უკვე ვეღარ გიხილე...
უკვე წასულხარ,გაქცევიხარ ჩემს დიდ ტკივილებს...
როგორ მიყვარდი,და რა უცებ დამრჩა სიცივე...
ახლა კი ვხვდები,რა ატირებდათ თურმე ტირიფებს...
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები თსუ-ს ფორუმიდან » ლექსები თსუ-ს ფორუმიდან
ძებნა:

მოგესალმები Гость